Jump to content

PS5-მა შესაძლოა შეძლოს წინა ოთხი თაობის თამაშების გაშვება


Recommended Posts

წინა თაობების კონსოლისთვის გამოშვებულ თამაშებთან თავსებადობა დიდი პლუსია Microsoft Xbox One-ისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ იმ თამაშებით, რომლებიც გამოვიდა Xbox 360-ისა და ორიგინალი Xbox-ისთვის. ამ მიმართულებით Sony ცოტა ჩამორჩება თავსებადობაში (PS Now სტრიმინგ სერვისს თუ არ ჩავთვლით): კონსოლი PS4 არ გამოდგება PS3-სა და მასზე ადრე გამოსული კონსოლების თამაშებით სარგებლობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, PlayStation 5-ს ექნება შესაძლებლობა - გაუშვას ყველა ის თამაში, რომლებიც წინა ოთხი თაობის კონსოლებისთვის გამოვიდა. 

image.jpeg 

ერთ-ერთმა ინფორმატორმა მცირე ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გეიმერებს მოუწოდა არ გაყიდონ PlayStation-ის, PlayStation 2-ის, PlayStation 3-ისა და PlayStation 4 თამაშები PlayStation 5 კონსოლზე გადასვლისთვის მოსამზადებლად. 

მის აზრს სხვა პირებიც ადასტურებენ და მიგვანიშნებენ, რომ „PlayStation 5 - ეს არა მარტო მომავალი, არამედ წარსულიცაა.“ თუკი კონსოლი მართლაც შეძლებს PlayStation-ის ყველა თამაშის გაშვებას, ეს უდიდესი პლუსი იქნება: გეიმერები მიიღებენ უდიდეს გეიმინგ ბიბლიოთეკას. 

გავრცელებული ცნობით, PlayStation 5-ისა და PS4-ის მსგავსი არქიტექტურების წყალობით უზრუნველყოფილი იქნება ძველი აობის თამაშების ჩართვა. უფრო ძველი თაობის კონსოლების მხარდაჭერისთვის კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატული ბლოკების ინტეგრაცია იქნება საჭირო.  

PlayStation 5, ყველა სხვა გაუმჯობესების პარალელურად, უფრო სწრაფი ჩატვირთვითა და უკეთესი ტაქტილური შესაძლებლობებით ხასიათდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კონსოლში გამოჩნდება ვირტუალური დამხმარე, რომელიც გეიმერს უკარნახებს რა მოიმოქმედოს თამაშის რთულ მომენტებში. კონსოლ 2020 წლის ბოლოს გამოვა. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.