Magdalena Posted October 16, 2019 Posted October 16, 2019 კომპანია Google-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი ლეპტოპი Pixelbook Pro, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ზე. ახალი ლეპტოპი მსუბუქი, კომპაქტური და კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და Apple MacBook Air-ის კონკურენტად გვესახება. Pixelbook Go-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული IPS-დისპლეი გაფართოებით - Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ან 4K Ultra HD Molecular Display (3840 × 2160 პიქსელი) - მოდიფიკაციის შესაბამისად. ლეპტოპის გაბარიტები შეადგენს 311 × 206,3 × 13,4 მილიმეტრს, წონა - დაახლოებით 1 კილოგრამს. მოწყობილობის კონფიგურაციებში წარმოდგენილია პროცესორები მერვე თაობის Intel Core m3, Core i5 და Core i7. აღვნიშნავთ, რომ პროცესორების ანალოგიური ნაკრებია შემოთავაზებული გასულ წელს გამოსულ პლანშეტ Pixel Slate-შიც. Pixelbook Go-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 ან 16 გიგაბაიტი და ხელმისაწვდომია SSD-ები მოცულობით - 64, 128 ან 256 გბ. ლეპტოპი აღჭურვილია 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით, რომელსაც Google უწოდებს Duo Cam-ს და აცხადებს, რომ შეუძლია ვიდეოს ჩაწერა Full HD გაფართოებით 60 fps სიხშირეზე. მოწყობილობაში მოცემულია ჩიპი Titan C, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის გაშიფვრისა და სისტემის დაცვისათვის. Pixelbook Go აგრეთვე ფლობს USB Type-C პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. ლეპტოპის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 47 ვტ/სთ. ბატარეა Full HD დისპლეის მქონე ვერსიებში, ხოლო უფროს მოდიფიკაციებში კი ბატარეის სიმძლავრე 56 ვტ/სთ-ს შეადგენს. ორივე მოდიფიკაციის ავტონომიური მუშაობის დროდ 12 საათია გამოცხადებული. მხარდაჭერილია სწრაფი დატენვაც: 20 წუთში დამუხტული ბატარეა საკმარისია ლეპტოპის ორსაათიანი მუშაობისთვის. ამავე ბლოკისა და USB Type-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია Pixel-სმარტფონების დამუხტვაც. Pixelbook Go გაყიდვაში 27 ოქტომბერს გამოვა. 8/64 გიგაბაიტიანი საბაზისო ვერსიის ფასი 649 აშშ დოლარი იქნება. 16/256 გიგაბაიტიანი i7 მოდელი და 4K-დისპლეის მქონე ვერსია კი 1399 დოლარად გაიყიდება. https://3dnews.ru/995663 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.