Magdalena Posted October 15, 2019 Posted October 15, 2019 სტრიმინგ თამაშების სერვისი NVIDIA GeForce Now ხელმისაწვდომი გახდა Android-მოწყობილობებზე. GeForce Now უზრუნველყოფს მრავალფეროვან გეიმინგ სივრცეს მილიარდობით იმ კომპიუტერისთვის, რომლებიც არ ფლობენ საკმარის სიმძლავრეს ლოკალური თამაშებისთვის. ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად გააფართოვებს აუდიტორიას, რადგანაც გამოჩნდა სერვისის მხარდაჭერა Android-ით მართულ ფლაგმანურ სმარტფონებზეც. ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და SHIELD TV-ის შემთხვევაში, Android-ისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია ბეტა-ვერსიის მდგომარეობაშია. კომპანია აგრძელებს სერვისის გაუმჯობესება-ოპტიმიზაციას. აპლიკაცია ამ ეტაპზე გაშვებულია სამხრეთ კორეაში და ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის გლობალურ ონლაინ მარკეტ Google Play Store-ში, თუმცა APK უკვე ატვირთულია APKMirror-ზე. რამდენიმე ევროპულმა რესურსმა უკვე შეამოწმა მისი სამუშაო ეფექტი. ტექნიკური მოთხოვნები ასეთია: მხარდაჭერილია სმარტფონები, რომლებსაც აქვთ Android 5.0 ან უფრო ახალი ვერსია, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 2 გიგაბაიტი. ოპტიმალური მუშაობისთვის რეკომენდებულია ინტერნეტის სიჩქარე არანაკლებ 15 მბიტ/წმ (მინიმალური შეფერხებებით), აგრეთვე Bluetooth-კონტროლერი, მაგალითად SHIELD-ის, Razer Raiju Mobile-ის, Steelseries Stratus Duo-სა და Glap Gamepad-ის მსგავსი, რომლის გარეშეც თამაშები სმარტფონში არ გაეშვება. აპლიკაციის გამოყენებისთვის საჭიროა სერვისის გამოწერა, რომლის ფასიც იქნება წელიწადში დაახლოებით 155 აშშ დოლარი, თვეში კი - დაახლოებით 15 $. https://3dnews.ru/995553 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.