Magdalena Posted October 9, 2019 Share Posted October 9, 2019 ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის მართვის ცენტრი ტურისტებისთვის ღია ზონად გამოცხადდა. შენობაში რადიაციის ჯერ კიდევ მაღალი დონეა, ამიტომ იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური კოსტიუმითაა დასაშვები. ჩერნობილში აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. რეაქტორის უსაფრთხოების შემოწმებისას მისი სიმძლავრე ჯერ მინიმუმამდე დაეცა, შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა. კატასტროფიდან რამდენიმე დღეში ქალაქ პრიპიატისა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, 2.6 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია კი დახურულ ზონად გამოცხადდა: აიკრძალა ამ ფართობზე თავისუფალი გადაადგილება, რადგან გარემო ძლიერად იქნა რადიონუკლიდებით დაბინძურებული. მეოთხე ენერგობლოკის მართვის ცენტრის დარბაზი ტურისტებისთვის მას შემდეგ გააღეს, რაც ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა დახურული ზონა ქვეყნის ოფიციალურ ღირსშესანიშნაობად გამოაცხადა. როგორც ცნობილია, მართვის დარბაზის მონახულების შემდეგ ტურისტები ორ პროცედურას გაივლიან, სადაც შემოწმდება მათ ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა. უკრაინაში უკვე განხორციელდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის ახალი სარკოფაგის ექსპლუატაცია. კონსტრუქცია 11 წლის მანძილზე იგებოდა და მან უნდა ჩაანაცვლოს ძველი სარკოფაგი, რომელიც არსებობის უკვე ას წელიწადს ითვლის. მეოთხე ენერგობლოკის სამართავი ცენტრის დათვალიერების ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=68&v=f826WNHUmao https://hightech.fm/2019/10/07/control-room 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted October 9, 2019 Share Posted October 9, 2019 15 minutes ago, Magdalena said: უკრაინის პრეზიდენტმა დახურული ზონა ქვეყნის ოფიციალურ ღირსშესანიშნაობად გამოაცხადა. ბარემ მადლობაც გადაეხადა იმ დროინდელი საბჭოთა მმართველებითვის ასეთი ღირსშესანიშნაობა რომ დაუტოვეს უკრაინას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted October 9, 2019 Share Posted October 9, 2019 რო დაფიქრდები ხვდები რომ კაცობრიობას კინაღამ დედა ეტირა.. რა უცნაურია?! ასე ახლოს გადაშენებასთან (ცოტა გაზვიადებული ნათქვამია მაგრამ მაინც)არასდროს ვყოფილვართ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIVI-1990 Posted October 9, 2019 Share Posted October 9, 2019 რას არ გაიგებ კაცი, ლამის მართლა მთელი უკრაინა ამოხოცა და კიდე იქ აბირჟავებენ, ერთი იმ ტურისტის თავში ჩამახედა იქ რო წავა, ვინ მისცემს გარანტიას რო რაიმე დასხივებას არ მიიღებენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 10, 2019 Share Posted October 10, 2019 ზოგი თავისებურათ უკაკუნებს მაინც, თან პოსტაპოკალიპსიკური ატმოსფერო მარტო მანდ თუ იქნება, რავი კიდე სად შეიძლება ეგეთი რაღაცის ნახვა და დავაადებული ბუნების, მანდ რომ მოხვდები ერთხელ მაინც ალბათ ბევრ რაღაცაზე დაფიქრდები მაგის შემდეგ, მაგ ყველაფრით ჩვენთვითონვე შეგვიძლია გავითხაროს საფლავები, ვითომ ატომური იარაღით თავს იცავენ მაგრამ ვინმე შიზიკი მოვა სადმე და აღარაფერს დატოვებს ცოცხალს, ამიტომ ეგ იარაღი მთლიანათ უნდა განადგურდეს ჩემი აზრით, როგორც ატომური ელექტროსადგურები, კიევში ვხოვრობდით ისე მაგ დროს და ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე გადავცვალეთ კიევის ბინა თბილისის ბინაში, მერე ალბათ აღარც გადაგვიცვილდენ ეგრე ადვილათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted October 12, 2019 Share Posted October 12, 2019 კი ყოველტვის გამოჩნდება ვიღაცა ეგეთი. დაჟე ვიღაცეები და რას კარგავენ?! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.