gio_kiborg Posted October 8, 2019 Posted October 8, 2019 დიდი მადლობა ვანოს განყოფილების გახსნისთვის, შეიძლება დიდ ინტერესს არ იწვევს ეს თემატიკა ბევრისთვის, მაგრამ ვინც ამ საკითხით დაინტერესდება გვქონდეს რესურსები, პირველ რიგში, გარდა ფორუმის ზოგადი წესებისა ალბათ საჭიროა რომ შემოვიღოთ კრიტრტიუმები Retro-სთვის რას ნიშნავს Retro თამაში და Retro Hardware მაგალითად? ნუ გასაგებია წინა საუკუნის ჰარდი და სოფტი რეტროდ ჩაითვლება, თუმცა ისეთი პლათფორმები რომლებიც უკვე მოძველებულია აბსოლუტურად? ვთქვათ 1 ბირთვიანი Pentium 4 775 სოკეტზე რეტროდ ჩავთვალოთ? თეორიულად შეიძლება გამოყენება Windows 10-იც კი დაყენდება, მაგრამ რეალურად დღეს ერთბირთიანი კომპის გამოყენება ტანჯვა უფროა, თუმცა რეტრო სისტემაში (თუნდაც Windows 98 მანქანისთვის) მშვენიერია: ჯერ კიდევ იშოვება, შეიძლება უფასოდაც და თავსებადია (მეტნაკლებად) სიმძლავრე კი საჭიროზე ბევრად მეტია კონსოლები/handheld-ები Nintendo Game Cube (2001) და Sony PSP (2004) ვფიქრობ რეტროა, პლატფორმები დიდი ხანია აღარაა მხარდაჭერილი მწარმოებლების მიერ, მაგრამ Nintendo DS ანდა PS Vita მკვდარია თითქმის მხარდაჭერის და სიახლეების მხრივ თამაშებში კიდევ Crysis და Mass Effect პირველი ნაწილები 10 წელს გადაცდა, თუმცა თანამედროვე სისტემებზე მშვენივრად მუშაობს და ტექნიკურადაც ახალი თაობის თამაშებია (გრაფიკის თუ სთორითელინგის მიხედვით) მოკლედ ასეთ კრიტერიუმებს ვფიქრობ: 1. XX საუკუნე- რეტრო XI საუკუნე: 2. თუ , თამაში არ არის მხარდაჭრილი მწარმოებლის მიერ და თანამედროვე სისტემებზე არ ვერ ყენდება, ან აზრი არ აქვს დაყენებას, რეტროდ ჩაითვალოს მაგალითად KOTOR შეიძლება აამუშავო თანამედროვე სისტემაზე, მაგრამ წვალება უნდა და დიდ ვერაფერ შედეგს მოგცემს, ME კი მიუხედავად იმისა რომ DX 9 თამაშია, უპრობლემოდ ყენდება და მუშაობს, 60 FPS შეზღუდვას თუ მოუხსნი და გრაფიკას დატვიკავ, გაცილებით კარგად გამოიყურება. ქვეპუნქტი იქნება თითქმის ყველა DX9 Only თამაში აქ მოდები ართულებს საქმეს, ზოგ ძველ თამაშზე (Fallout 3, Oblivion, Skyrim ორიგინალი თუნდაც) ჯერაც კიდევ გამოდის მოდები და ახალ ახალ რამეებს მატებს თამაშს, განსაკუთრებით Fallout 3-ზე, ამას წინად მუღამის გულისთვის გავუშცვი XP-ზე და კვდებოდა რამდენიმე მოდის დაყენების მიერ, ზუსტად იგივე კონფიგზე, WIn10-ზე ამოისუნთქა, მართალია ქრაშებს არ მოუკლიათ, მაგრამ FPS-მა მოიმატა მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაა მხარდაჭერილი WIn7 და შემგომ და განსაკუთრებით 64 ბიტიან ოპერატიულზე 3. OS: თუ აღარ აქვს მწარმოებლის მხარდაჭერა და არც ყენდება ბევრი მნიშვნელოვანი თანამედროვე პროგრამა, რეტროა (მაგალითად XP, განახლებულ ბრაუზერსც ვერ დააყენებ, ბოლო 5 წელია დაახლოებით დრაივერები აღარ გამოდის ახალი ჰარდისთვის და ძველებისთვისაც აპდეითები რამდენიმე წელია აღარაა) 4. კონსოლი/ჰენდჰელდი: თუ აღარაა მხარდაჭერილი მწარმოებლისგან და არ გამოდის ახალი ოფიციალური თამაშები მასზე, არც Software Update ები, რეტროა ამ ლოგიკით Xbox 360 და PS3 ახლახანს გახდა რეტრო, რადგან შოპი დაიხურა, თამაშებიც არ გამოდის და სავარაუდოდ არც პროგრამული განახლებები გამოვა 5. PC Hardware: თუკი 64 ბიტის მხარდამჭერი არაა, რეტროა, ერთბირთიანი სისტემები რეტრია (ზემოთ მიწერია რატომღაც) აქ მაგალითად ნაწილი 775 პლათფორმის (CPU/Motherboard) გავა რეტროში ძირითადად DDR1/DDR2 ები, თუმცა ბევრი მაზერი DDR2 მხარდაჭერით ორ და მეტბირთვიანებსაც უჭერს მხარს, (ისე 775 სისტემა DDR1/2/3 უჭერდა მხარს ) ვფიქრობ რაიმე თარიღის დაწესებას ასე ჯობია, დრო რომ გავა ამ წესების მიხედვით თავისთ გადავა სისტემა/თამაში რეტროში და თარიღის შეცვლა არ იქნება საჭირო აბა რას ფიქრობთ, ეთანხმებით ამ კრიტერიუმებს თუ რამის შეცვლას ან დამატებას შემოგვთავაზებთ? 1 Quote
Type-X Posted October 8, 2019 Posted October 8, 2019 რეტროზე სულ ეს გვერდი მახსენდება: Tbilisi Retro Gaming 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.