Magdalena Posted September 30, 2019 Share Posted September 30, 2019 Facebook-ის მიერ წარდგენილი თამაში თავსებადი იქნება VR ჰედსეტ Oculus Quest-თან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ბაზარზე 2020 წელს გამოვა - ნათქვამია კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ამჟამად სერვისი ღია ბეტა-ტესტირების რეჟიმს გადის. მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ სერვისის ვებ-გვერდზე. Horizon-ში მომხმარებლები შეძლებენ შექმნან საკუთარი სამყაროები, კომუნიკაცია იქონიონ სხვა მოთამაშეებთან, უყურონ ფილმებს და შეასრულონ სხვადასხვა სახის მოქმედებები, მაგალითად, იფრინონ თვითმფრინავებით ან იყოლიონ ვირტუალური შინაური ცხოველები. Facebook საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს სხვადასხვა VR მოწყობილობაზე. მაგალითად, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სოციალური ქსელი დაკავებულია ხმოვანი დამხმარის მქონე ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით, რომელიც სპეციალიზირებული იქნება ვირტუალური და შერეული რეალობის სფეროებში. Facebook-ს სტარტაპ RED-თან ერთად უკვე შექმნილი აქვს პროფესიონალური 3D კამერა Manifold, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა შექმნას კონტენტი ვირტუალური რეალობის ჰედსეტებისთვის. https://hightech.fm/2019/09/26/horizon Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.