Magdalena Posted September 30, 2019 Share Posted September 30, 2019 Motorola-ს წარმომადგენლება განაცხადეს, რომ დრეკადი სმარტფონი Razr-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. კონსტრუქციის კუთხით მოწყობილობა კლასიკურ დასაკეც სმარტფონს მოგვაგონებს: დრეკადი ეკრანი შესაძლებელია დაიკეცოს შიდა მიმართულებით, რაც მას დაზიანებისგან დაიცავს. ხოლო თუკი გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, სმარტფონის კორპუსის გარე მხარეს მოცემული იქნება მეორე დამხმარე დისპლეიც. მოსალოდნელი იყო, რომ დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონი Motorola Razr-ის დებიუტი ამა წლის ზაფხულს შედგებოდა, თუმცა მოწყობილობაზე მუშაობა დროში გაიწელა. რაც მთავარია, კომპანია სმარტფონის გამოშვების გადაფიქრებას არ აპირებს. ცნობილია, რომ ახალი მოწყობილობის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება, თუმცა ფაქტობრივი გაყიდვები 2020 წლიდან დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სმარტფონის ფასი 1500 ევრო იქნება. მოწყობილობას ექნება 6.2-დუიმიანი დრეკადი დისპლეი გაფართოებით - 2142 × 876 პიქსელი, პროცესორი Snapdragon 710, დაქტილოსკოპიური სკანერი, აგრეთვე 2730 მა/სთ. მოცულობის ბატარეა. https://3dnews.ru/994785 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.