Magdalena Posted September 27, 2019 Share Posted September 27, 2019 საუდის არაბეთი დაკავებულია გიგანტური ტექნოლოგიური ქალაქის დაარსებით წითელი ზღვის სანაპიროზე. ტერიტორია, რომლის განვითარებისთვისაც ქვეყნის ხელისუფლება მზადაა 500 მილიარდი აშშ დოლარი გაიღოს, უნდა გახდეს ახალი სილიკონის ველი - წერს Business Insider. ქალაქ Neom-ის პროექტი გახდება პროგრამა Vision 2030-ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საუდის არაბეთის დამოკიდებულობის შემცირებას ნავთობზე, ასევე გულისხმობს რეგიონში მსოფლიო ტექნოლოგიური დედაქალაქის დაარსებას. Neom-ის შექმნის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდება, სრული ძალით კი ქალაქი მოქმედებას 2025 წლიდან დაიწყებს. დაგეგმილია, რომ ტექნოქალაქი განთავსდება 26,5 ათას კვადრატულ კილომეტრ ფართობზე. ამჟამად ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს გამოიყენოს „ხელოვნური ღრუბლების დარგვის“ ტექნოლოგია, რათა მონიშნულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად წამოვიდეს წვიმა. აგრეთვე ცაში გაიგზავნება დრონების უზარმაზარი ფლოტი, რათა შეიქმნას ხელოვნური მთვარე და დაიზოგოს ელექტროენერგია. ქალაქის მაცხოვრებლები კი გადაადგილების საშუალებად მფრინავ ტაქსებს გამოიყენებენ. ტერიტორია, სადაც Neom გაშენდება: ეს ტერიტორია ამჟამად ასე გამოიყურება: ტექნოქალაქის შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ვიცით ის, რომ საუდის არაბეთმა უკვე დაასრულა დიდი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამ რეგიონში. სწორედ აქედან იწყება Neom-ის დაარსების პროცესი. https://hightech.fm/2019/09/23/neom Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.