Magdalena Posted September 24, 2019 Share Posted September 24, 2019 2018 წლის მარტში გამოვიდა PUBG Mobile და ფურორი მოახდინა გეიმინგ ინდუსტრიაში. მის შესახებ საუბარიც ზედმეტია, რადგანაც ინტერნეტის ფაქტობრივად ყველა მომხმარებელს ასე თუ ისე სმენია რაღაც მაინც ამ თამაშის შესახებ. თამაშის სწრაფი გავრცელების გამო უამრავი ანალიტიკური კომპანიაა დაკავებული იმ ჯამური შემოსავლის გამორკვევით, რომელიც თამაშმა თავის ავტორებს მოუტანა. ცნობილი ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის მიერ მცირე ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც გამოჩნდა, რომ ამ დროისთვის თამაშისგან მიღებული შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ასეთი მაღალი შედეგის მიღებას ხელი შეუწყო თამაშის ჩინურმა ვერსია Game For Peace-მა, რომლის მიერ მიღებულმა შემოსავალმა მთლიანის 54 % შეადგინა. გარდა ამისა, PUBG Mobile-მა შეძლო მიეღწია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური თამაშის - Fortnite-ის დონემდე. სამწუხაროდ, ეს თამაში დღითიდღე კარგავს პოპულარობას და მისი მოგება თითქმის 40 %-მდე დაეცა, პარალელურად კი PUBG-ის შემოსავალი 160 %-ითაა გაზრდილი. PUBG-ის მოთამაშე ადამიანების რიცხვის ზრდა არ მთავრდება, რადგანაც ნებისმიერ პოპულარულ თამაშს მუდმივად ემატება ახალი გეიმერები, რაც მის განვითარებასა და გავრცელებას უწყობს ხელს. გასულ თვეში PUBG-ის მოთამაშეთა რიცხვს 45 მლნ ახალი გეიმერი შეემატა. სამწუხაროდ, იგივე ვერ ითქმის Fortnite-ზე, რადგანაც სტატისტიკის მიხედვით მის მოთამაშეთა რიცხვი ყოველდღიურად კლებულობს, ახალი გეიმერების რაოდენობაზე კი საუბარიც არ ღირს. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/30259/1-milliard-dollarov--imenno-stolko-zarabotala-pubg-mobile-dlja-svoih-razrabotchikov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.