Magdalena Posted September 23, 2019 Share Posted September 23, 2019 კომპანია Galax-მა წარადგინა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2060 Super-ის უჩვეულო ვერსია. დაფა, სახელწოდებით GeForce RTX 2060 Super Star იმით გამოირჩევა, რომ მისი გაგრილების სისტემის ზედაპირსა და უკანა გამაძლიერებელ ფირფიტაზე შესაძლებელია დატანილ იქნას ნებისმიერი გამოსახულება მფლობელის სურვილის მიხედვით. თავად გაგრილების სისტემა არაფრითაა გამორჩეული: იგი მოიცავს ორ რადიატორს, სპილენძის რამდენიმე სითბურ მილსა და ორ ვენტილატორს, რომლებიც მიმაგრებულია გამჭვირვალე და შავი რამდენიმე ფენის მქონე ზედაპირზე. PCB დაფის უკანა მხარეზე მოცემულია გამაძლიერებელი ფირფიტა. ქულერი რეგულირებადი RGB განათებითაა აღჭურვილი. Galax GeForce RTX 2060 Super Star დაფის შეძენა შესაძლებელია როგორც პირვანდელი სახით, ასევე ხუთი სხვადასხვა პრინტის მქონე ვერსიებად. პარალელურად, მყიდველს შეეძლება მწარმოებელთან ატვირთოს საკუთარი სასურველი გამოსახულება, რომელსაც დაიტანენ ვიდეო დაფის ფრონტალურ და უკანა ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში ამგვარი ვიდეო ბარათის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება, თუკი იგი მფლობელს არ მოეწონა. GeForce RTX 2060 Super Stars-ი სხვა არაფრითა განსაკუთრებული. იგი აწყობილია Galax-ის საკუთარი დიზაინის PCB-დაფაზე, აქვს 5+2 ფაზიანი კვების ქვესისტემა და ერთი 8-პინიანი კონტაქტური კონექტორი დამატებითი კვებისთვის. დაფის გრაფიკული პროცესორი მინიმალური ქარხნული აჩქარებითაა წარმოდგენილი და მუშაობს 1696 მჰც სიხშირეზე boost-რეჟიმში. Galax GeForce RTX 2060 Super Stars ამჯამად დაახლოებით 494 აშშ დოლარად იყიდება. სტანდარტული პრონტის მქონე ვერსია ორიგინალზე 28 დოალრით ძვირი ღირს. მფლობელის საკუთარი პრინტის მქონე დაფა კი ღირს 508 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/994416 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.