Jump to content

Galax GeForce RTX 2060 Super Star: შექმენი შენი უნიკალური ვიდეო დაფა


Recommended Posts

კომპანია Galax-მა წარადგინა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2060 Super-ის უჩვეულო ვერსია. დაფა, სახელწოდებით GeForce RTX 2060 Super Star იმით გამოირჩევა, რომ მისი გაგრილების სისტემის ზედაპირსა და უკანა გამაძლიერებელ ფირფიტაზე შესაძებელია დატანილ იქნას ნებისმიერი გამოსახულება მფლობელის სურვილის მიხედვით. 

image.jpeg 

თავად გაგრილების სისტემა არაფრითაა გამორჩეული: იგი მოიცავს ორ რადიატორს, სპილენძის რამდენიმე სითბურ მილსა და ორ ვენტილატორს, რომლებიც მიმაგრებულია  გამჭვირვალე და შავი რამდენიმე ფენის მქონე ზედაპირზე. PCB დაფის უკანა მხარეზე მოცემულია გამაძიერებელი ფირფიტა. ქულერი რეგულირებადი RGB განათებითაა აღჭურვილი. 

image.jpeg 

Galax GeForce RTX 2060 Super Star დაფის შეძენა შესაძლებელია როგორც პირვანდელი სახით, ასევე ხუთი სხვადასხვა პრინტის მქონე ვერსიებად. პარალელურად, მყიდველს შეეძლება მწარმოებელთან ატვირთოს საკუთარი სასურველი გამოსახულება, რომელსაც დაიტანენ ვიდეო დაფის ფრონტალურ და უკანა ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში ამგვარი ვიდეო ბარათის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება, თუკი იგი მფლობელს არ მოეწონა. 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 2060 Super Stars- სხვა არაფრითა განსაკუთრებული. იგი აწყობილია Galax-ის საკუთარი დიზაინის PCB-დაფაზე,  აქვს 5+2 ფაზიანი კვების ქვესისტემა და ერთი 8-პინიანი კონტაქტური კონექტორი დამატებითი კვებისთვის. დაფის გრაფიკული პროცესორი მინიმალური ქარხნული აჩქარებითაა წარმოდგენილი და მუშაობს 1696 მჰც სიხშირეზე boost-რეჟიმში. 

image.jpeg 

Galax GeForce RTX 2060 Super Stars ამჯამად დაახლოებით 494 აშშ დოლარად იყიდება. სტანდარტული პრონტის მქონე ვერსია ორიგინალზე 28 დოალრით ძვირი ღირს. მფლობელის საკუთარი პრინტის მქონე დაფა კი ღირს 508 აშშ დოლარი. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.