Jump to content

Tesla-ს ელექტრო პიკაპი ნოემბერში გამოვა


Recommended Posts

კომპანია Tesla-ს პიკაპი, რომელსაც ილონ მასკმა უწოდა „ყველაზე მაგარი მანქანა რაც კი ოდესმე უნახავს“, ფართო საზოგაედოების წინაშე წარდგება მიმდინარე წლის ნოემბერში. თავდაპირველად იყო მოლოდინი, რომ ელექტროპიკაპის დებიუტი შედგებოდა ზაფხულში ან ყველაზე გვიან ოქტომბერში, თუმცა მისი პრეზენტაცია ოდნავ გადაიდო.  

image.jpeg 

გარდა ადრეული კონცეპტუალური გამოსახულებისა, რომელიც 2017 წელს მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა, Tesla-პიკაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. 

ელექტრო პიკაპი ბაზარზე მკაცრი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდება. ილონ მასკის ქმნილების ერთ-ერთი მთავარი მეტოქე იქნება პიკაპ Ford F-150-ის მთლიანად ელექტრიზებული ვერსია. არსებული ინფორმაციით, F-150 გაყიდვაში 2021 წელს გამოვა. მანამდე კი ელექტრო პიკაპის შეძენის მსურველები ყურადღებას მიიქცევს ამერიკული კომპანია Rivian-ის R1T მოდელ. გარდა ამისა, Ford-ისა და Volkswagen-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვა საშუალო ზომის პიკაპი, რომლის პრეზენტაცია 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. 

მ დროისთვის გამოცანად რჩება Tesla-პიკაპის არა მხოლოდ გარენული დიზაინი, არამედ მისი ტექნიკური მახასიათებლები. ძელად ილონ მასკი ამბობდა, რომ ელექტრო პიკაპის ფასი 50 ათასი დოლარის ფარგლებში იქნებოდა. ამ ფასად მსურველები შეძლებენ შეიძინონ ელექტრომობილი, რომელიც ატმოსფეროში არ აფრქვევს მავნე ნივთიერებებს, აქვს ფუტურისტული კიბერპანკური დიზაინი და წარმოუდგენელი სიმძლავრე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.