Jump to content

James Webb-ის ტელესკოპი მზად არის. რა იქნება შემდეგ?


Recommended Posts

თითქმის ოცი წელი გავიდა ტელესკოპის დაპროექტება-აწყობის დაწყებიდან. XXI-ის ყველაზე დიდი ტელესკოპი უკვე მზად არის და საბოლოოდ დაკომპლექტებულია. იგი გვევლინება, როგორც „Hubble“ის ჩამანაცვლებელი და NASA-ს მთავარი ტელესკოპი. მისი მისია მალე დაიწყება: James Webb გამოიკვლევს ჩვენს გარემომცველ სამყაროს და დაიწყებს იმის ძიებას, რაც ადამიანის თვალისგან უხილავია დიდი დაშორებების გამო.

image.png

2021 წელს James Webb უკვე შეძლებს დედამიწას გადმოსცეს კოსმოსში მიღებული პირველი ცნობები.

ტელესკოპი იქნება ყველაზე დიდი, მძლავრი და რთული ორბიტალური ობსერვატორია, რაც კი კაცობრიობას ოდესმე კოსმოსში გაუშვია. „Hubble“-თან შედარებით მას შვიდჯერ მეტი სინათლის შემკრები უნარი აქვს, აგრეთვე გააჩნია კარგად განვითარებული ინფრაწითელი ვიზუალიზაციის უნარი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ იხილონ სამყაროს უშორესი სივრცეებიც კი.

ინფრაწითელ სპექტრში შეგროვებული მონაცემების მისაღებად განკუთვნილი სპეციალური ტელესკოპის ორბიტაზე გაშვების იდეა 1990-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ James Webb-მა არაერთი მარცხი განიცადა. პრობლემათა უმეტესობა ტექნიკური ხარვეზები იყო, რომლებიც ტესტირებების დროს გამოვლინდა. ხარვეზების გამო 2007 წელს დაგეგმილი გაშვება ვერ განხორციელდა.

image.png

ფოტოზე: ჯეიმს უების წინამორბედი - ჰაბლი

ახალი თაობის ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით მილიონნახევარი კილომეტრის დაშორებით განთავსდება. ამგვარი რამ დიდი გამოცდა იქნება ტელესკოპისთვის, რამდენადაც რაც უფრო შორსაა ობიექტი დედამიწისაგან, მით უფრო მაღალია მისი დაკარგვის რისკი უმნიშვნელო შეცდომის შემთხვევაშიც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ტელესკოპის აპარატურა რაიმე მიზეზით მწყობრიდან გამოვა, მისი შეკეთება შეუძლებელი იქნება.

უნიკალური დიზაინის წყალობით ინფრაწითელი სპექტრის ტელესკოპი შეძლებს ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია შეასრულოს. ამ მოწყობილობის უახლესი აპარატურა ადამიანს დაანახებს ისეთ უძველეს სტრუქტურებსაც კი, რომლებიც ჩამოყალიბდა დიდი აფეთქების შემდგომ ახლო პერიოდში. გარდა ამისა, კაცობრიობა ცნობებს მიიღებს პოტენციურად დასახლებული ეგზოპლანეტების შესახებ და შესაძლოა, დადასტურდეს კიდეც უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი ბოლომდე მზადაა, სპეციალისტებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ ამ ურთულესი აპარატის ტესტირებების სახით.

image.png

ნებისმიერ შემთხვევაში, ინჟინრები პირობას დებენ, რომ 2021 წლისთვის ტელესკოპის გამოცდა დასრულდება და განხორციელდება მათი შედევრის ზიარება კოსმოსთან.

https://hi-news.ru/technology/teleskop-dzhejmsa-uebba-nakonec-to-polnostyu-sobran-chto-dalshe.html

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.