Magdalena Posted September 4, 2019 Share Posted September 4, 2019 დათქმულ დღეს, 3 სექტემბერს Ubisoft-მა აამოქმედა თამაშების გამოწერის საკუთარი სერვისი - Uplay+. ხსენებული სისტემა კომპანიამ ივნისში წარადგინა და ამჯერად მან ოფიციალურად აიღო სტარტი, რასაც გვერდითი მოვლენების გარეშე არ ჩაუვლია. კერძოდ, საცდელი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშეს სრული თვიური ღირებულების გადახდა მაინც დაეკისრა სერვისის გამოწერისას. Ubisoft განმარტავს, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ საბანკო ბარათების ქმედითუნარიანობის შემოწმების მცდელობა იყო და გადახდილი თანხები აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა მომხმარებლები ამ ნაბიჯს მაინც ქედმაღლობად მიიჩნევენ. ისიც უნდა ითქვას, რომ საიტი მზად არ აღმოჩნდა სისტემის ამოქმედებისთვის და შეწყდა მუშა ბმულების გაცემა Uplay+ სერვისში. არასასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ Anno 1800 არ აღმოჩნდა გამოსაწერი თამაშების ჩამონათვალში. როდესაც Ubisoft ყველა პრობლემას მოაგვარებს, Uplay+ გახდება სერვისი, რომლითაც ყოველთვიური ფასიანი გამოწერის მეშვეობით შესაძლებელი იქნება წვდომა მიიღოთ Ubisoft-ის კატალოგში არსებულ ასობით სხვადასხვა თამაშზე, აგრეთვე ითამაშოთ კომპანიის ახალი თამაშები მათ ოფიციალურ გამოსვლამდე სამი თვით ადრე. https://overclockers.ru/softnews/show/99077/ubisoft-zapustila-svoj-podpisochnyj-servis-uplay Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.