Jump to content

შეიქმნა მასალა, რომელიც ქამელეონის მსგავსად იცვლის შეფერილობას


Recommended Posts

კემბრიჯის უნივერსისტეტის მკლევარებმა შექმნეს ხელოვნური ტყავი, რომელსაც შეუძლია ფერი შეიცვალოს ქამელეონის მსგავსად. მეცნიერების თქმით, მსგავსი გამოგონების გამოყენება შესაძლებელია კამუფლაჟებში და მსხვილმასშტაბიანი დინამიკური დისპლეების შემუშავებაში. მსგავსი სიახლეები პერიოდულად ჩნდებოდა პრესაში, თუმცა ხშირად რეალური სურათი განსხვავებული იყო.

როგორც უკვე ვთქვით, უნიკალური მასალის შექმნა სპეციალისტებს ქამელეონის შესაძლებლობებმა შთააგონა.

ქამელეონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სხვა ცხოველებისაგან სხეულის შეფერილობის ცვლილების უჩვეულო უნარით. ამგვარი საინტერესო უნარის შესწავლით ადამიანები უძველესი დროიდან იყვნენ დაკავებული. ძველი რომაელი მეცნიერი პლინიუსი მიიჩნევდა, რომ ქამელეონის შეფერილობაზე გავლენას გარემო პირობები და ფონი ახდენდა. XVII საუკუნეში მოღვაწე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ფერის ცვლილებით ცხოველი გამოხატავდა ემოციურ აღგზნებადობას, შიშს. ჭეშმარიტებასთან ახლოს სწორედ ეს ვარაუდი აღმოჩნდა: ფერების მეშვეობით ქამელეონები ურთიერთობენ თავისნაირებთან, განსაკუთრებით მკვეთრ, გამაფრთხილებელ შეფერილობას კი იღებენ მამრები ერთმანეთის დანახვაზე. ქამელეონის ფერი ხშირად იცვლება გარემოში არსებული ტემპერატურის, განათებისა და ტენიანობის მიხედვით. სწორედ ეს განსაკუთრებულობა გამოიყენეს კემბრიჯელმა მეცნიერებმა ახალი მატერიალის შექმნისათვის.

image.png

ახალი მასალა ოქროსა და პოლიმერისაგან შედგება. იმისათვის, რომ ოქროს სინათლე აერეკლა, მეცნიერებმა იგი წყლისა და ზეთოვანი მასალის უმცირეს წვეთებში მოათავსეს. სითბოს ან სინათლის ზემოქმედების ქვეშ ნაწილაკებს შეუძლიათ ცვალონ მასალის ფერი.

ქამელეონები ფერს ქრომატოფორების წყალობით იცვლიან - ეს არის კანის უჯრედები განსაკუთრებული ბოჭკოებით, რაც ფერად პიგმენტსმოძრაობისსაშუალებას აძლევს.

ხელოვნური ქრომატოფორები ფერს იცვლიან 32 გრადუსი ტემპერატურის ზემოთ, გაგრილების შემდეგ კი მასალა პირვანდელ სახეს უბრუნდება.

კემბრიჯელი მეცნიერების მიერ შექმნილ მასალას ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ფენა აქვს, ამიტომ მხოლოდ ერთ ფერზე შეცვლა შეუძლია. თუმცა სინათლის ამრეკლავი ნანონაწილაკების მქონე ახალი მატერიალის გამოყენება მკვლევარებს დაეხმარება, მიაღწიონ ნამდვილქამელეონის ეფექტს“.

https://hi-news.ru/technology/sozdan-material-menyayushhij-cvet-podobno-xameleonu.html

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.