Jump to content

IBM-მა შექმნა არქიტექტურა POWER ISA: ღია კოდი, რომელიც მძლავრი კონკურენციით ემუქრება Intel-სა და Qualcomm-ს


Recommended Posts

სან-დიეგოში გამართულ სამიტ Linux Foundation-ზე IBM-მა განაცხადა, რომ შექმნა უნიკალური არქიტექტურა Instruction Set Architecture, რომელმაც უკვე ჰპოვა რეალიზება Power-პროცესორებში. თუმცა მთავარი რამ, რაც დაანონსდა - ეს არის ეტალონური პროექტი ღია კოდით. უფრო კონკრეტულად, Power - ეს არის უნივერსალური, მაღალი წარმადობის არქიტექტურა, რომლის მასშტაბირებაც შესაძლებელია ყველა ინტეგრირებად სისტემაში, მათ შორის უმძლავრეს სუპერკომპიუტერებშიც. როგორც IBM-ს წარმომადგენლები აცხადებენ, აბსოლუტურად მთლიანი ინტელექტუალური საკუთრება უფასო იქნება.

image.png

ინტერნეტ-რესურსებმა გულმოდგინეს შეისწავლეს სიახლე, კონკრეტულად კი საკითხი - რომელი კომპანიებისთვის იქნება ახალი უფასო არქიტექტურა პოტენციურად საფრთხისშემცველი. მათი აზრით, პირველ რიგში ეს იქნება კომპანია Intel, რომელსაც ამჟამად არც ისე კარგი დღეები უდგას AMD-ის მხრიდან აქტიური კონკურენციის გამო. პროცესორების ბაზარზე Intel-ს ბოლო პერიოდში ასევე გზაზე ეღობება ARM არქიტექტურა, რომელიც გამოყენებას პოულობს ქლაუდ-ტექნოლოგიებსა და სერვერულ ბაზარზე.

საფრთხე ემუქრება Qualcomm-საც. ეს კომპანია მობილური სეგმენტის ლიდერია და მეორე მსხვილი მოთამაშის გამოჩენა მას მილიარდობით დოლარით აზარალებს. ARM-იც აუცილებლად წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება: იგი თავისი ტექნოლოგიის ლიცენზირებას ახდენს ისე, რომ დამოუკიდებლად არ აწარმოებს.

როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, პოტენციურად დაზარალება ელით Samsung-სა და AMD-საც, თუმცა ამ ორ კომპანიას თავისუფლად შეუძლია საჭირო ვითარებაზე გადაეწყოს იმ დროს, როცა სხვა მსხვილი მოთამაშეები სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდებიან.

https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29565/ibm-sozdala-arhitekturu-power-isa-otkrytyj-ishodnyj-kod-kotoryj-mozhet-unichtozhit-biznes-intel-i-qualcomm

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.