Jump to content

Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს მზის პანელების აალების გამო


Recommended Posts

კომპანია Amazon-მა სარჩელი შეიტანა Tesla-ს რამდენიმე პანელის აალების გამო. აალება მოხდა კალიფორნიის საწყობში. Amazon-მა უარი განაცხადა ხსენებული მოწყობილობების შეძენაზე სულ მცირე იმ დრომდე, სანამ ვითარება არ გაირკვევა და არ დასრულდება სასამართლო დავა. Amazon-ის საჩივრამდე ერთი კვირით ადრე სუპერმარკეტების უმსხილესმა ქსელმა Walmart-მაც უჩივლა Tesla-ს რამდენიმე მსგავსი ხანძრის გამო და კომპანიის თანამშრომლები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. 

image.jpeg 

Amazon-ში დარწმუნებულნი არიან, რომ მათ საწყობში ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო მზის პანელების გაუმართაობა. იმავეს ამტკიცებდა Walmart-იც და საუბრობდა მის შვიდ სუპერმარკეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარ შემთხვევებზე. ორივე კომპანია აპირებს, რომ Tesla-ს მზის პანელები აღარ შეიძინოს.  

თავის საჩივარში Walmart ამტკიცებს, რომ Tesla “რეგულარულად გზავნიდა ხალხს მზის სისტემების ინსპექტირებისთვის, თუმცა მათ არ გააჩნდათ ელემენტარული მომზადება და ცოდნა მზის ენერგიის გამოყენების სფეროში“. 

Amazon კი აცხადებს, რომ Tesla-მ ვერ შეძლო საჭიროებისამებრ დაემიწებინა მზის და ელექტრო სისტემები, ასევე, მათ საწყობში განთავსებული ბატარეები დიდი რაოდენობით დეფექტიან პროდუტს მოიცავდა, რაც „ჩანდა კიდეც შეუიარაღებელი თვალით, ეს კომპანიას უნდა აღმოეჩინა და აღეკვეთა ხანძრის საშიშროება“. 

Amazon-ის თქმით, იგი იყენებს დაახლოებით ას ერთეულ მზის სისტემას და მზად არის მათი დემონტაჟისათვის. კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია როგორც მომუშავე პერსონალის, ისე საწარმოო ობიექტების დასაცავად. 

Bloomberg-ის შეფასებით, Tesla-მ შესაძლოა 250 მილიონიდან 1 მილიარ დოლარამდე თანხა გადაუხადოს კომპენსაციის სახით Walmart-ს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.