Jump to content

Philips PicoPix Max: კომპაქტური Full HD პროექტორი Android-ის ბაზაზე


Recommended Posts

რაუდფანდინგ-პლატფორმა Indiegogo-ზე წრმატებით დაფინანსდა კომპაქტური პროექტორის პროექტი Philips PicoPix Max, რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემა Android 9.0-ით. 

image.jpeg 

გაჯეტის კორპუსის გაბარიტები შეადგენს 136×134×47,5 -ს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა გამოვიდეს გამოსახულება 1920×1080 პიქსელი გაფართოებით (Full HD ფორმატი), თავად გამოსახულების ზომა 120 დუიმია დიაგონალზე, სიკაშკაშე - 800 ლუმენი, კონტრასტულობა -10 000:1. 

image.jpeg 

პროექტორი კვებას იღებს როგორც ქსელიდან, აგრეთვე ინტეგრირებული ბატარეიდან, რომლის მოცულობაა 16500 მა.სთ. მეორე შემთხვევაში ერთ სრულ დატენვაზე მოწყობილობის ავტონომიური მშაობის დრო სამ საათს აღწევს. 

image.jpeg 

მინი-პროექტორი აღჭურვილია ოთხბირთვიანი პროცესორით, რომლის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც, ასევე 16-გიგაბაიტიანი microSD მეხსიერების ბარათით. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11ас და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირის ადაპტერები, ასევე HDMI და USB Type-C პორტები. ამას გარდა, გათვალისწინებულია 4 ვატი სიმძლავრის სტერეოფონური დინამიკები. 

ამჟამად Philips PicoPix Max პროექტორი დაახლოებით 460 აშშ დოლარი ღირს. მოწყობილობის მიწოდებების დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომიდან იგეგმება. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის გამოშვებისთვის პროექტმა იმაზე 14-ჯერ მეტი თანხა მოაგროვა, ვიდრე თავდაპირველად იყო გამოცხადებული საჭიროების მიხედვით. თანაც ფინანსირების პროგრამის დასრულებამდე კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.