Magdalena Posted August 15, 2019 Share Posted August 15, 2019 გერმანულმა კორპორაციამ წარადგინა ავტომობილის ეკრანისთვის განკუთვნილი სამგანზომილებიანი გამოსახულების აღბეჭდვის ტექნოლოგია. მოწყობილობა მუშაობის პროცესში არ საჭიროებს დამატებით გაჯეტებს, მაგალითად ვირტუალური რეალობის სათვალეებს. პროექტი მოქმედებს ტექნოლოგია „პასიური 3D-ს“ საფუძველზე. Bosch ახალი სისტემის დეტალებს ჯერჯერობით სრულად არ ახმაურებს, უცნობია ჯერ ისიც, რომელ ავტომობილებში იქნება ხელმისაწვდომი ზემოთხსენებული პროექტორი. სამგანზომილებიანი გამოსახულების მეშვეობით მძღოლები შეძლებენ იხილონ სამგანზომილებიანი რუკა პარკირების დროს, სიბნელეში ან ცუდი ამინდის პირობებში. სხვა კომპანიების მიერ შექმნილი ტექნოლოგიები მოქმედებს მძღოლის თვალის მიმართულების შესაბამისად - პროექტორი გამოსახულების ტრანსლირებას ახდენს უშუალოდ მომხმარებლის თვალის წინ. Bosch-ის წარმომადგენლის თქმით კი ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლის მზერა მიმართული უნდა იყოს უშუალოდ სამოძრაო გზის მიმართულებით, ამიტომ პროექტორის გამოსახულება აუცილებლად წარმოდგენილი იქნება სპეციალურად განსაზღვრული კუთხით. https://hightech.fm/2019/08/13/bosch-vr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.