Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD Ryzen Zen 3 პროცესორები გამოსვლის შემდეგ, რომელთაც ახალი ინტერფეისის, PCIe 4.0-ის მხარდაჭერა აქვთ, დაიწყო ამ სტანდარტის გამოყენება სხვა პროდუქტებშიც. დესკტოპ სისტემების შემდეგ სერვერებმაც მიიღეს PCIe 4.0 სტანდარტთან თავსებადობა. 

ამჯერად Toshiba- დააანონსა ახალი კორპორატიული SSD ბარათები CM6 სტანდარტ PCIe 4.0-ის ბაზაზე. ახალი SSD-ები უზრუნველყოფენ 6.4 გბ/წმ-ზე მეტ სიჩქარეს. ახალი სერიის პროდუქტები წარმოდგენილი იყო Toshiba Memory America- სტენდზე სანტა-კლარაში გამართულ ფლეშ-მეხსიერების სამიტზე. 

image.png 

 

CM6 სერიის SSD-ებს აქვთ ორპორტიანი PCIe Gen4 x4-ის მხარდაჭერა და თავსებადი არიან NVMe 1.4-თან. NVMe ბარათები ხელმისაწვდომი იქნება 2,5" ფორმ-ფაქტორში მოცულობით - 800 გიგაბაიტიდან 30 ტერაბაიტამდე და ექნებათ დისკზე დღეში 1 ან 3 ჩაწერის ოპერაციის შესაძლებლობა 

SSD ბარათების მოცულობა 800 გბ-დან 30 ტბ-მდეა U.2 კონექტორის წყალობით. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მთლიანად გამოყენებულ იქნას დისკის სიჩქარე, ჰოსტ-პროდუქტში ასევე გამოყენებულ უნდა იქნას ინტერფეისი PCIe 4.0. 

SSD ბარათების შესახებ სხვა ცნობები, მაგალითად ფასი და გაყიდვის თარიღი, ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

 

  • Upvote 1
Posted

ფუ ტოშიბაზე საზიზღარი ბრენდი არსებობს რამე? :D?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.