Jump to content

ჩინელები მარსზე მიფრინავენ, პირველი მარსმავალი უკვე მზად არის


Recommended Posts

ჩინელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა დაასრულეს პირველი მარსმავალის აწყობა, იგი სამეცნიერო-კვლევითი მისიით წითელ პლანეტაზე 2020 წელს უნდა გამგზავროს. მისია მოიცავს ორბიტაზე გასვლას, მარსზე დაშვებას და მის ზედაპირზე გადაადგილებას. 

image.png 

image.png 

რ კიდევ 2017 წლიდან არის ცნობილი, რომ ჩინეთს სურს განახორციელოს მარსული კოსმოსური მისია და გახდეს ქვეყანა, რომელიც მასზე ორბიტალურ და ზედაპირის კვლევებს ჩაატარებს. ეს სურვილი და არსებული გეგმა ჩინეთმა წელს დაადასტურა და განაცხადა, რომ მთვარის წარმატებულმა მისიებმა ქვეყანას ახალი სიმაღლეებისაკენ უბიძგა. 

მთვარის ჩინური მისიის ხელმძღვანელის განცხადებით მარსმავლის მთავარი ამოცანა იქნება მარსზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნების ძიება. გარდა ამისა, მისია უნდა დაეხმაროს მეცნიერებს, გაიგონ, შესაძებელია თუ არა წითელი პლანეტის პირობები სამომავლოდ ისე შეიცვალოს, რომ იგი ადამიანების ცხოვრებისთვის ვარგისი გახდეს. 

მისიის ფარგლებში ორბიტალური აპარატი გამოიკვლევს ატმოსფეროს, მაგნიტურ ველს, ტემპერატურასა და წითელი პლანეტის ლანდშაფტს. მარსმავალი კი შეისწავლის პლანეტის ზედაპირს და ჩაატარებს იმ აღჭურვილობის გამოცდას, რომელიც მის შემდგომ მისიაში იქნება გამოყენებული: მომდევნო მისიის მსვლელობისას შეგროვდება ნიადაგისა და კლდოვანი ქანების ნიმუშები. 

მისიის დაწყება დაგეგმილია იმ დროისათვის, როდესაც მარსი და დედამიწა მაქსიმალურად ახლოს იქნებიან ერთმანეთთან განლაგებული. ეს მოვლენა ხდება მხოლოდ 26 თვეში ერთხელ და ერთი თვის მანძლზე გრძელდება. 

ამ დრომდე მარსისკენ სულ გაგზავნილი იყო 45 კოსმოსური მისია, რომელთაგან მხოლოდ 19 აღმოჩნდა წარმატებული. ამჟამად წითელი პლანეტის ზედაპირზე ექვსი აპარატი მუშაობს: ოთხი ამერიკული (სამი ორბიტალური და ერთი სახმელეთო), ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთი ორბიტალური აპარატი და ერთიც ინდური ზონდი. 

image.png 

მარსმავლებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს არნახულად იერი ქვიშის ქარიშხლები წარმოადგენს, რომლებიც ხირად რამდენიმე თვე გრძელდება. მზის ბატარეებზე მომუშავე მარსმავლების მაგალითები ადასტურებს მათ დაუცველობას ბუნების ამ მოვლენის მიმართ. ამიტომ, ჩინეთის მარსული მისიის ხელმძღვანელის აზრით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა იქნება მარსმავლებში ბირთვული გენერატორის გამოყენება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.