Jump to content

Amazon თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას იწყებს


Recommended Posts

5 ივლისს 25 წელი ესრულდა მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსმა ონლაინ-წიგნების მაღაზია გახსნა. წლების შემდეგ კი AMAZON მსოფლიოში უმსხვილეს ონლაინ-პლატფორმად იქცა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. AMAZON-ის შემოსავლები ასობით მილიარდით აღირიცხება, მისი დამფუძნებელი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. თუმცა ეს ყველაფერი კომპანიას ხელს არ უშლის კიდევ უფრო განვითარდეს. 

როგორც აღმოჩნდა, თავის 25 წლის იუბილეზე Amazon-მა მსოფლიოს საინტერესო სიურპრიზი გაუკეთა: კომპანიის ხელმძღვანელობამ აშშ-ის ფედერალური კავშირების კომისიაში შეიტანა განაცხადი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, კომპანიამ მიიღოს  თანამგზავრული ინტერნეტის, სახელად Project Kuiper-ის გაშვების უფლება.  

image.png 

ჯერჯერობით თავად ბეზო ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამის გარეშეც ცხადია, რომ Amazon-ის ხელმძღვანელობა ცდილობს პოზიციები დაიმკვიდროს ახალ ბაზარზე, შესაბამისად კონკურნცია გაუწიოს ილონ მასკს და მის თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-ს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მომავალ წლებში კომპანია 3236 თანამგზავრს განათავსებს დედამიწის ზედაპირიდან 590 და 630 კილომეტრ სიმაღლეზე. 

აშშ-ის ფედერალური კავშირების კომისიაში შეტანილი განაცხადის მიხედვით ყველა თანამგზავრში გამოყენებული იქნება უნიკალური ტექნოლოგია, რომელმაც Project Kuiper უნდა უზრუნველყოს მრავალწლიანი უწყვეტი მუშაობით და თანაც დაცული უნდა იყოს გარე ფაქტორებისგან - იქნება ეს სხვა თანამგზავრებისგან წამოსული ხელისშემშლელი რადიოსიხშირეები თუ დამტვრეული აპარატის ნაწილები. 

Amazon-ის პროექტის მიზანია ინტერნეტით უზრუნველყოს პლანეტის მილიონობით მაცხოვრებელი, თუმცა კომპანია ამთავითვე აცხადებს, რომ დაშორებული რეგიონები კვლავ მიუწვდომელი დარჩება. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ამ სიახლესთან დაკავშირებით ილონ მასკის დამოკიდებულების გაჟღერებას, რომელიც ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს კონკურენტების მისამართით. 
image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.