Jump to content
Magdalena

ASUS-მა დაამზადა GeForce RTX Super-ის საკუთარი ვერსიები

Recommended Posts

კომპანია ASUS დღეიდან გამოუშვებს GeForce RTX Super ვიდეო ბარათების თავის პირველ ვერსიებს. ჯამი ტაივანურმა კომპანიამ დააანონსა GeForce RTX 2060 Super-ის, RTX 2070 Super-ისა და RTX 2080 Super-ის 19 მოდელი, რომლებიც განაწილებულია სერიებში - ROG Strix, Dual Evo და Turbo Evo. 

image.png 

ვიდეო ბარათები, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა სერიას მიეკუთვნებიან, ერთმანეთისგან განსხვავდებიან გაგრილების სისტემებით, ტაქტის სიხშირეებითა და ფასით. ROG Strix სერიის ბარათები აღჭურვილია მასიური, სამვენტილატორიანი ქულერებით, დიდი რადიატორებითა და მრავალრიცხოვანი სითბური მილებით. 

image.png 

ROG Strix სერიის ბარათებს იერარქიულად უკან მსდევს Dual Evo სერიის GeForce RTX 2060 Super, RTX 2070 Super და RTX 2080 Super გრაფიკული ამაჩქარებლები. მათ შემთხვევაში გამოყენებულია გაგრილების შედარებით კომპაქტური სისტემები ორი ვენტილატორით (გაფართოების 2.5 სლოტი). და ბოლოს, ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება Turbo სერიის მოდელები, რომელთა გაგრილების სისტემები წარმოდგენილია ტურბინის ტიპის ვენტილატორებით. 

image.png 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ვიდეო ბარათების გაყიდვა მალე დაიწყება, კომპანია ASUS-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია თავისი GeForce RTX Super გრაფიკული ამაჩქარებლების ტაქტის სიხშირეების შესახებ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ შეიძება ითქვას, რომ ROG Strix მოდელებს ექნებათ ქარხნული ოვერქლოქინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ასევე საუკეთესო შესაძლებლობები მექანიკური აჩქარებისათვის. ASUS-ის ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება ეტალონური მოდელებიც, რომელთა სიხშირეებია: GeForce RTX 2060 Super: 1470/1650 მჰც, GeForce RTX 2070 Super — 1605/1770 მჰც და GeForce RTX 2080 Super — 1650/1815 მჰც. 

image.png 

ASUS-ის GeForce RTX 2060 Super და RTX 2070 Super ვიდეო ბარათების გაყიდვა დღეიდან იწყება, უფროსი მოდელი GeForce RTX 2080 Super კი 23 ივლისიდან გაიყიდება. კომპანია ჯერჯერობით არც ბარათების ფასებს ასახელებს. 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...