Jump to content

GeForce RTX 2070 Super-ს აქვს SLI მხარდაჭერა და თავსებადია RTX 2080-ისთვის განკუთვნილ წყლის ბლოკებთან


Recommended Posts

ვიდეო ბარათ GeForce RTX 2070 Super- აქვს SLI-თან (Scalable Link Interface) მუშაობის მხარდაჭერა, თუმცა მის წინამორბედ GeForce RTX 2070 ბარათს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია. ჯამში ახალი ვერსია საკმაოდ განსხვავდება ორიგინალი ვიდეო ბარათისგან, ასე რომ სავსებით შესაძლებელია მას უფრო ეწოდოს GeForce RTX 2080-ის შემცირებული ვერსია, ვიდრე გაუმჯობესებული GeForce RTX 2070. 

image.jpeg 

პირველი და მთავარი: ახალი GeForce RTX 2070 აგებულია გრაფიკულ პროცესორ Turing TU104-ზე, ისევე როგორც ორიგინალი GeForce RTX 2080. განსხვავებულია მხოლოდ აქტიური CUDA ბირთვების რაოდენობა: 2560 და 2944, შესაბამისად. ორიგინალი GeForce RTX 2070 კი აწყობილი Turing TU106 ჩიპზე, რომელიც იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზე იმყოფება და აქვს 1920 CUDA ბირთვი. 

image.jpeg 

გრაფიკულ პროცესორთან ერთად შეიცვალა PCB დაფა და გაგრილების სისტემაც. ეტალონური GeForce RTX 2070 Super აგებულია ისეთივე PCB დაფაზე და აქვს ისეთივე გაგრილების სისტემა, როგორითაც წარმოდგენილია გასული წლის GeForce RTX 2080 Founders Edition. სწორედ აქედან მოდის ახალ ბარათში NVLink კონექტორის გაჩენა და SLI კავშირის მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგინალი GeForce RTX 2070 Founders Edition-ის დაფა და გაგრილების სისტემა უფრო კომპაქტურია: TDP-ის დონე ახალ GeForce RTX 2070 ვერსიაში 175-დან 215 ვატამდეა გაზრდილი, ამდენივე აქვს GeForce RTX 2080-. 

image.jpeg 

GeForce RTX 2080-ის მსგავსი PCB დაფის გამოყენების წყალობით ეტალონური GeForce RTX 2070 Super სავსებით თავსებადია RTX 2080-ისთვის განკუთვნილ წყლის ბლოკებიანი გაგრილების სისტემასთან. კომპანია EK Water Blocks-მა უკვე დაადასტურა თავისი RTX 2080- პროდუქტების თავსებადობა ახალ ვიდეო ბარათთან. 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.