Magdalena Posted July 8, 2019 Share Posted July 8, 2019 ვიდეო ბარათ GeForce RTX 2070 Super-ს აქვს SLI-თან (Scalable Link Interface) მუშაობის მხარდაჭერა, თუმცა მის წინამორბედ GeForce RTX 2070 ბარათს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია. ჯამში ახალი ვერსია საკმაოდ განსხვავდება ორიგინალი ვიდეო ბარათისგან, ასე რომ სავსებით შესაძლებელია მას უფრო ეწოდოს GeForce RTX 2080-ის „შემცირებული“ ვერსია, ვიდრე გაუმჯობესებული GeForce RTX 2070. პირველი და მთავარი: ახალი GeForce RTX 2070 აგებულია გრაფიკულ პროცესორ Turing TU104-ზე, ისევე როგორც ორიგინალი GeForce RTX 2080. განსხვავებულია მხოლოდ აქტიური CUDA ბირთვების რაოდენობა: 2560 და 2944, შესაბამისად. ორიგინალი GeForce RTX 2070 კი აწყობილია Turing TU106 ჩიპზე, რომელიც იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზე იმყოფება და აქვს 1920 CUDA ბირთვი. გრაფიკულ პროცესორთან ერთად შეიცვალა PCB დაფა და გაგრილების სისტემაც. ეტალონური GeForce RTX 2070 Super აგებულია ისეთივე PCB დაფაზე და აქვს ისეთივე გაგრილების სისტემა, როგორითაც წარმოდგენილია გასული წლის GeForce RTX 2080 Founders Edition. სწორედ აქედან მოდის ახალ ბარათში NVLink კონექტორის გაჩენა და SLI კავშირის მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგინალი GeForce RTX 2070 Founders Edition-ის დაფა და გაგრილების სისტემა უფრო კომპაქტურია: TDP-ის დონე ახალ GeForce RTX 2070 ვერსიაში 175-დან 215 ვატამდეა გაზრდილი, ამდენივე აქვს GeForce RTX 2080-ს. GeForce RTX 2080-ის მსგავსი PCB დაფის გამოყენების წყალობით ეტალონური GeForce RTX 2070 Super სავსებით თავსებადია RTX 2080-ისთვის განკუთვნილ წყლის ბლოკებიანი გაგრილების სისტემასთან. კომპანია EK Water Blocks-მა უკვე დაადასტურა თავისი RTX 2080- პროდუქტების თავსებადობა ახალ ვიდეო ბარათთან. https://3dnews.ru/990301 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.