Jump to content

მასკი გაყიდვების ახალ რეკორდს ამყარებს


Recommended Posts

როგორც ვიცით, ილონ მასკი საკმაოდ საკამათო ფიგურაა. ბევრმა მასზე დიდი ხნის წინ შეიქმნა თავისებური შეხედულება და როგორც ჩანს, აზრს ვერაფერი შეუცვლით. თუმცა არ არსებობს მიზეზი, სასიხარულოდ არ იქნას მიჩნეული მის მიერ დაარსებული კომპანიის წარმატებები, რომელიც როგორც ჩანს მალე მოგებაზეც გავა და კრიტიკოსებს გააჩუმებს. 

მაშ ასე, Tesla-ს ახალი ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მეორე კვარტალში (აპრილი- ივნისი) კომპანიამ გამოუშვა 87 048 ელექტრომობილი, ჯამში კი გაყიდა სულ 95 200 ერთეული (მარაგში არსებული ელექტრომობილების ჩათვლით). იმის გათვალისწინებით, რომ პირველ კვარტალში მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო (დამზადდა 77 100, გაიყიდა 63 ათასი), ახალი მაჩვენებელი კომპანიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წარმატებაა. 

image.png 

 

ისევე, როგორც ამ დრომდე, ამჯერადაც ჩანს, რომ ყველაზე კარგად გაყიდვადი ელექტრომობილია Tesla model 3: მთლიანი გაყიდული მანქანებიდან 77 ათასი სწორედ ეს მოდელი გაიყიდა. ამასთან, გაიზარდა უფრო ძვირადღირებული მოდელების გაყიდვებიც. ფინანსური ანალიტიკოსების თქმით Model S და Model X ძალიან კარგად იყიდება: კომპანიამ უკვე გაყიდა 17 650 პრემიალური კლასის ელექტრომობილი. გასულ წელს ეს მაჩვენებლი 7 ათასზე ნაკლები იყო. 

გაზრდილი გაყიდვები პოზიტიურად აისახა თავად ილონ მასკის განწყობაზეც. მან უკვე მიულოა თავის ყველა თანამშრომელს მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ მომხდარი არის კომპანიის განვითარების ახალი სტრატეგიის დამსახურება, რომლის თანახმადაც კომპანიის თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას კომპანიის წინაშე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.