Jump to content

არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი, 1.18 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური


Recommended Posts

ემირატების ხელისუფლებამ გახსნა მზის ელექტრო სადგური, რომლის სიმძავრე 1.18 გიგავატია. მსოფლიოს წინა რეკორდსმენი სადგურის სიმძლავრე კი, რომელიც აშშ-შია განთავსებული, მხოლოდ 569 მეგავატს შეადგენს. 

ელექტროსადგური Noor Abu Dhabi, როგორც მოსალოდნელია, ელექტროენერგიით უზრუნველყოფს არაბთა ემირატების დაქალაქის 90 ათას მაცხოვრებელს და საშუალებას მისცემს შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა წელიწადში 1 მლნ მეტრული ტონით. პროექტის ავტორის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ეკვივალენტურია იმ გამონაბოლქვისა, რასაც წელიწადში 200 ათასი ავტომობილი გამოყოფს 

ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იგეგმება ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემცირება, რათა დაბალანსდეს ბაზარი, ასევე გამონაბოლქვი და ნარჩენი მასალებიც. თუმცა ქვეყნის ეკონომიკა ძველებურად კვლავ მეტად დამოკიდებულია ნახშირწყალბადზე. 

image.jpeg 

გავრცელებული ინფომაციით, 2020 წლისთვის სამხრეთ კორეაშიც უნდა აიგოს მზის სადგური 3 გიგავატი სიმძავრით. ჯამში ქვეყანას გამიზნული აქვს 2030 წლისთვის მზად ჰქონდეს 30,8-გიგავატიანი მზის ელექტროსადგური. 

ალტერნატიული ენერგიის წყაროებიდან აღსანიშნავია ქარის ენერგიაც: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით ევროპაში 2027 წლისთვის ქარის ენერგია დომინანტი წყარო იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.