Jump to content

შეიქმნა ადამიანების გულისცემით ამომცნობი ლაზერი


Recommended Posts

დღესდღეობით არსებული პიროვნების იდენტიფიკაციის ყველა სისტემა ემყარება ადმიანის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა თითის ანაბეჭდები, სახე და მოძრაობის მანერა. თუმცა, ცოტამ თუ იცი, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ადამიანის ამოცნობა მისი გულისცემის მიხედვითაც შესაძებელია - თითოეული დარტყმა აისახება სხეულში ვიბრაციებით, რაც ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. სწორედ ეს განმასხვავებელი ნიშანი გამოიყენეს ამერიკელმა სამხედრო პირებმა ლაზერის შექმნისას, რომელსაც შეუძლია 200 მერის დაშორებით ამოიცნოს პიროვნება 95%-იანი სიზუსტით. 

image.jpeg 

ამერიკელი სამხედრო ძალები გულისცემით პიროვნების იდენტიფიკაციის სისტემას იმიტომ დაეყრდნენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს მათთვის უკიდურესად მნშვნელოვანია ზუსტად ამოიცნონ სამიზნე, რაც ხსენებულ პირობებში სახის ან მოძრაობის მახასიათებლებით პრაქტიკულად შეუძლებელია. იდენტიფიკაციის ახალი სისტემის სახელია Jetson, მისი შექმნისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სიხშირის აღმოჩენისა და კონტროლის უკვე არსებული მოწყობილობები - ვიბრაციამზომები. 

მათ შეუძლიათ დააფიქსირონ ადამიანის სხეულის ვიბრაციები 200 მეტრის დაშორებიდან - მოწყობილობისთვის შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს ტანსაცმელი, თუკი რა თქმა უნდა, სამიზნე ზამთრის სქელ ქურთუკში არ იქნება შემოსილი. თუკი დაკვირვების ობიექტი მოძრაოდ იმყოფება, საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაგროვებლად ლაზერს მხოლოდ 30 წამი სჭირდება. 

პენტაგონის ანტიტერორისტული ოპერაციების განყოფილების წარმომადგენლის აზრით შესაძლებელია აპარატ Jetson-ის სამუშაო დისტანციისა და ამოცნობის სიზუსტის მაჩვენებლის  გაზრდა. პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მარტო სამხედრო მიზნებისთვის - მაგალითად, ექიმები შეძლებენ დისტანციურად დაადგინონ აქვს თუ არა პაციენტს არითმია. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს უკვე აქვთ მსგავსი ტექნოლოგია, სახელად VIBE. მას არ შეუძლია ადამიანის ვინაობის დადგენა, თუმცა მოქმედებს ტექნიკასთან მიმართებაში - VIBE განსაზღვრავს რა სახის ძრავით არის აღჭურვილი ესა თუ ის მანქანა: სპეციალური ალგორითმი იყენებს ტექნიკის კორპუსის ვიბრაციებიდან მიღებულ მონაცემებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.