Jump to content

ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებული ელექტრომანქანები ვალდებულნი გახდებიან ხელოვნური ხმაური გამოსცენ


Recommended Posts

ევროკავშირის ტერიტორიაზე უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორსაც ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილები. 

image.jpeg 

ახალი წესების მიხედვით აკუსტიკურმა სისტემამ ხმა უნდა გამოსცეს უკუსვლით მოძრაობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუკი გადაადგილდება 19 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უკუსვლისას და დაბალ სიჩქარეზე მოძრაობისას ელექტრომობილები ქვეითად მოსიარულეებთან უშუალო სიახლოვეში იმყოფებიან და აუცილებელია ქვეითებს ესმოდეთ სატრანსპორტო საშუალებისგან გამოწვეული ხმაური. ელექტრომობილების მძღოლებს საშუალება ექნებათ გამორთონ ხელვნური ხმაურის გამმცემი მოწყობილობა, თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს. 

ახალი წესები შემოღებულ იქნა იმის გამო, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები მეტად უხმაუროდ გადაადგილებიან, რაც პოტენციურ საფრთხეს ქმნის ქვეითებისთვის. ახალ რეგულაციებს განსაკუთრებით დადებითად შეხვდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას უწევენ მხედველობაშეზღუდულ პირებს. 

სატრანსპორტო გზების მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს ელექტრომობილების უპირატესობა თითოეულ ადამიანს დაანახოს, ასევე თქვა, რმ ესმის ის პრობლემები, რასაც მხედველობადაქვეითებული პირები აწყდებიან. მინისტრის თქმით, ახალი მოთხოვნები „ქვეითებს თავდაჯერებულობას შესძენ გზების გადაკვეთისას“. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დამტკიცებული პროგრამის თანახმად იგეგმება 2040 წლიდან საერთოდ აიკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა. დღესდღეობით ევროპის ბაზარზე არსებული, შიდაწვის ძრავის ალტერნატიული მანქანები ტრანსპორტის მთელი შემადგენლობის 6.6%-ია, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5,6 % იყო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.