Magdalena Posted July 2, 2019 Share Posted July 2, 2019 Samsung-მა გახსნა აპლიკაციების ახალი მარკეტი, რათა Galaxy-ს მომხმარებლებმა შეძლონ ახალი shortcut-ების პოვნა, რომლებსაც ვირტუალურ დამხმარესთან გამოიყენებენ. Bixby Marketplace-ში მომხმარებლები შეძლებენ „bixby-ს კაფსულების“ მოძიებას: ესენია Amazon Alexa-ს უნარების მსგავსი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა მარტივად მიიღონ წვდომა აპლიკაციების ფუნქციებზე ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით. Bixby მომხმარებლებს უკვე სთავაზობს სწრაფ ბრძანებებს, რომელთა ინტეგრირებაც ხდება გარე აპლიკაციებთან. გამარტივებულია სხვადასხვა სახეობის აპლიკაციების მონახვა, მაგალითად, როგორებიცაა თამაშები, მოგზაურობა, მუსიკა. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ Bixby-ს კაფსულები კონკრეტული საჭიროებისამებრ მომართონ: მაგალითად, თუკი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს კომპანია Uber-ს ან Lyft-ს, შეუძლია აირჩიოს „სატრანსპორტო კაფსულა“, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის, როდესაც გამგზავრება სურს, განხორციელდება კონკრეტული კომპანიის სერვისით სარგებლობა. ყველაზე მეტად პოპულარული გარე აპლიკაციების რიცხვს მიეკუთვნება Spotify, Yelp, YouTube, NPR და Google Maps. რაღა თქმა უნდა, Google Assistant-იც ხელმისაწვდომია Samsung-ის სმარტფონებში და იგი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მომხმარებელმა წვდომა მიიღოს Google-ის სპეციფიკურ აპლიკაციებზე. კომპანია Samsung ირწმუნება, რომ Bixby marketplace-სა და კაფსულებში არ არის დაშვებული ვიზუალური რეკლამა, თუმცა ჯერ უცნობია, დაიშვება თუ არა აუდიო რეკლამები. Bixby-ს სავაჭრო პლატფორმის ამოქმედებით Samsung იმედოვნებს, რომ პლატფორმაზე მიიზიდავს უფრო მეტ მწარმოებელს და აცხადებს, რომ მის წარდგენას შემოდგომაზე აპირებს. აშშ-ისა და კორეის მაცხოვრებლებს კი უკვე დღეიდან შეუძლიათ პლატფორმით სარგებლობა. https://www.theverge.com/2019/7/1/20677228/samsung-bixby-app-store-alexa-google-home-competition Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.