Magdalena Posted July 1, 2019 Share Posted July 1, 2019 Computex 2019-ის შემდეგ კომპანია AMD-მ მაშინვე დაიწყო ახალ 7-ნანომეტრიან Ryzen 3000 პროცესორებთან თავსებადი დედა დაფების ჩამონათვალის გამოქვეყნება. ცხრილში შესული დედა დაფები სხვადასხვა ლოგიკის ნაკრებზე იყო დაფუძნებული, თუმცა AMD A320 ჩიპსეტის მხარდაჭერის შესახებ არაფერი თქმულა. ითვლებოდა, რომ ბიუჯეტური დედა დაფების მიკროკოდში უბრალოდ არ იქნებოდა საკმარისი ადგილი ყველა თაობის Ryzen მხარდაჭერისთვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ დედა დაფების მწარმოებლები განსხვავებული აზრის არიან: საზოგადოება უკვე გახდა იმის მოწმე, როგორ მშვიდად მუშაობს Ryzen 5 3600 პროცესორი ASUS-ის დედა დაფაში AMD A320 ჩიპსეტზე. თუკი MSI-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს ეწვევით, აღმოაჩენთ დედა დაფების ჩამონათვალს, რომლებშიც რეალიზებულია 7-ნანომეტრიანი Matisse პროცესორების მხარდაჭერა BIOS-ის ბეტა-ვერსიის დონეზე. ამ ჩამონათვალში ფიგურირებს A320 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფა MSI A320I-S01-ც. ამრიგად, AMD-ის რეკომენდაციები MSI-სთვის არ წარმოდგენს სირთულეს - რეალიზდეს ბიუჯეტური, „უმცროსი“ დედა დაფების თავსებადობა ახალ 7-ნანომეტრიან Ryzen პროცესორებთან. https://overclockers.ru/hardnews/show/98001/msi-tozhe-obespechit-podderzhku-ryzen-3000-dlya-plat-na-osnove-amd-a320 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.