Jump to content

მისია Dragonfly: NASA სიცოცხლის ძებნას სატურნის უდიდეს თანამგზავრზე დაიწყებს


Recommended Posts

სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი ტიტანია, რომელიც მიუხედავად ჰაერის დაბალი ტემპერატურისა და ყინულოვანი ზედაპირისა, თავისი ატმოსფეროს შემადგენლობითა და წყლის სტაბილური არსებობით ძალიან მოგვაგონებს განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფ დედამიწას. სწორედ ამის  გამო იწვევს იგი ინტერესს მეცნიერებში - მიიჩნევა, რომ მიწისქვეშ არსებულ წყალსაცავებში შეუიარაღებელი თვალით უხილავი მიკროორგანიზმები არსებობენ. კოსმოსური სააგენტო NASA აპირებს მოძebნოს ისინი თავის მომდევნო მისია Dragonfly-ს ფარგლებში. 

image.jpeg 

მისიის დაწყება 2026 წლისთვის იგეგმება, მეცნიერთა გამოთვლებით კოსმოსური აპარატი ტიტანს 2034 წლისთვის მიაღწევს. ტიტანის ჰაერის ტემპერატურა -179 გრადუსი ცელსიუსია, ზედაპირი კი თითქმის მთლიანად სითხითა და ყინულით არის დაფარული, ამიტომ მუხლუხებიანი და საბურავიანი აპარატების გამოყენება შეუძლებელი იქნება. ამის გამო სააგენტოს გადაწყვეტილებით ტიტანს ვერტმფრენის ტიპის აპარატი შეისწავლის. 

image.jpeg 

ტიტანზე გამოსაყენებელი „ვერტმფრენის“ ზომა 3,1×2,7×2,1 მეტრია. მის ქვედა ნაწილზე დაყენებული იქნება ყინულზე გადასაადგილებელი სლაიდერები, გვერდებზე კი განთავსდება ოთხი პროპელერი. გამოთვლებით აპარატი შეძლებს 4 ათას მეტრ სიმაღლეზე ფრეას და 36 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას. 

image.jpeg 

თითო დღეში აპარატი 175 კილომეტს გაიფრენს, დააკვირდება ტიტანის აგებულებასა და მის მეტეოროლოგიურ მაჩვენებლებს. მოწყობილობის ძრითადი სამუშაო ადგილი იქნება 90-კილომეტრიანი კრატერი „სელკი“ - ითვლება, რომ იქ უნდა იყოს მიკროორგანიზმების არსებობისთვის ხელშემწყობი პირობები. 

image.jpeg 

ლიგეის ზღვა - სიდიდით მეორე ნახშირწყალბადის ზღვა ტიტანზე 

ტიტანი მზის სისტემის არც ერთ ობიექტს არ ჰგავს, Dragonfly კი ყველა მისიისგან განსხვავებულია. ჩვენ მიერ ექმნილი ვერტმფრენი გამოიკვლევს პროცესებს, რომლებითაც ხდება თანამგზავრის უჩვეულ გარემოს ფორმირება“ - აცხადებს NASA-ს სამეცნიერო მისიებში დამხმარე Thomas Zurbuchen. მისი თქმით, სააგენტო შეისწავლის სამყაროს, რომელიც სავსეა სხვადასხვა ორგანული ნაერთებით. სწორედ ეს ნაერთებია სიცოცხლის „სამშენებლო ბლოკები“. როგორი და რომელი რაკეტა წაიღებს აპარატს ჯერ უცნობია, თუმცა ტიტანთან მიღწევის შემდეგ მას საჭირო ადგილზე პარაშუტებით მიიტანენ. მისიის ხანგრძლივობა ორი წელიწადი იქნება. 

image.jpeg 

მეცნიერებისთვის ტიტანი საინტერესოა არა მარტო არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, არამედ კოლონიზაციისთვისაც. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ კოლონისტები შეძლებენ ნახშირწყალბადის უდიდესი მარაგის გამოყენებას ენერგიის მოპოვებისთვის. დედამიწაზე ნახშირწყალბადის უდიდესი რაოდენობა ნედლ ნავთობში გვხვდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.