Jump to content

Tesla-ს ახალი კონკურენტი ჰყავს: ელექტრომობილი გავლის დიდი მარაგითა და მზის ენერგიით


Recommended Posts

ჰოლანდიურმა კომპანია Lightyear-მა წარადგინა ხუთადგილიანი ელექტრომობილი Lightyear One-ის პროტოტიპი, რომელიც აღჭურვილია მზის პანელებით. ისინი განთავსებულია მანქანის სახურავსა და კაპოტზე და მანქანას საშუალებას ანიჭებს დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე. თუმცა ეს არ არის მანქანის ერთადერთი გამორჩეული მახასიათებელი. ახალი ელექტრომობილის მთავარი უპირატესობა გახლავთ გავლის მარაგი, რომელიც ბაზარზე არსებულ ყველა კონკურენტის მაჩვენებელზე მეტია. 

image.jpeg 

image.jpeg 

 

Lightyear One-ის გაბარიტებია 5 057 x 1 898 x 1 426 მმ (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე). ელექტრომობილი აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავითა და ბატარეების ბლოკით, რომლის მოცულობას მწარმოებელი ჯერჯერობით არ ახმაურებს. კომპანიის განცხადებით, მანქანის სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე 725 კილომეტრს შეადგენს, რაც პრაქტიკულად მეოთხედით მეტია Tesla Model S-ზე. ამ უკანასკნელი მაჩვენებელი 595 კილომეტრია. 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას ელექტრომობილი 10 წამში ახერხებს 

რაც შეეხება მზის ენერგიისგან კვებას, მას უზრუნველყოფს მანქანაზე განავსებული მზის პანელები, რომელთა საერთო ფართობი 5 კვადრატული მეტრია. კომპანიის თქმით, მზეზე გატარებული ყოველი 1 საათი მანქანას 12 კილომეტრის გავლის მარაგს აძლევს. თუმცა ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ რეალური რიცხვი დამოკიდებულია ელექტრომობილის გადაადგილების რეგიონსა და წელიწადის დროზე. მიახლოებით რომ ითქვას,  ნიდერლანდების მაგალითზე ზაფხულში მზის პანელებმა შესაძოა გამოიმუშაონ დღეში 30 კმ. გავლის მარაგი, ზამთარში კი - მხოლოდ 7. 

ამიტომ, რაღა თქმა უნდა, კომპანიამ გაითვალისწინა აკუმულატორის დატენვის უფრო ტრადიციული მეთოდიც - დამუხტვა სპეციალური ელექტრო დამტენი სადგურიდან ან უბრალო დენის როზეტიდან. 

image.jpeg 

კომპანია უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს ელექტრომობილზე, თუმცა შემოთავაზება ჯერჯერობით რიცხობრივად შეზღუდულია: საწყის ეტაპზე სულ გამოვა 500 ეგზემპლარი. Lightyear One-ის შეძენის მსურველს 119 ათასი ევროს გადახდა მოუწევს წინასწარი შეკვეთით. ოფიციალური გაყიდვის შემდეგ კი მისი ფასი 149 ათასი ევრო იქნება. Lightyear One-ის სერიული წარმოება 2021 წელს დაიწყება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.