Magdalena Posted June 19, 2019 Share Posted June 19, 2019 2020-იან წლებში NASA აპირებს განახორციელოს ორი დამოუკიდებელი პროექტი, რომლიდანაც თითოეული მათგანი განკუთვნილია ტელესკოპებისათვის მავნე ვარსკვლავური გამოსხივების მინიმიზაციისთვის. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც იყურები სივრცეში კონკრეტული წერტილისკენ, სიახლოვეს მყოფი ყველა სხვა ობიექტისგან წამოსული სინათლე ხელს უშლის თვალთახედვას. საჭიროა მისი გაფანტვა, დაბლოკვა - ამისათვის იქმნება ინსტრუმეტი, სახელად „ვარსკვლავის ჩრდილი“. პროექტების დამკვეთები არიან ეგზოპლანეტების მაძიებლები, რომლებიც თავიანთ აღმოჩენებს ახორციელებენ შორეული ვარსკვლავების სიკაშკაშის ცვლილებით, როდესაც მათ ფონზე პლანეტა ჩაივლის. ყურადღების ობიექტები სწორედ ეგზოპლანეტები არიან, ამიტომ ობიექტის აღმოჩენის შემდეგ ვარსკვლავების სინათლე შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. ახალი ინსტრუმენტის ამოცანაა გადაკეტოს სინათლის ძირითადი წყარო გარე დამკვირვებლისათვის და დაუტოვოს მას შესაძლებლობა - შეისწავლოს ეგზოპლანეტები. „ვარსკვლავის ჩრდილი“ (Starshade) შედგება კოსმოსური ტელესკოპისა და დამჩრდილავი ფარისგან. ეს ორი კომპონენტი გაშლის შემდეგ კოსმოსში ერთმანეთისგან 40 ათასი კილომეტრის დაშორებით განლაგდება და ამ მდგომარეობაში სინქრონულად იფრენენ. ფარის დაკბილული პერიმეტრის მიღმა ტელესკოპის ოპერატორი დაინახავს და შეისწავლის ახალი პლანეტების მოძრაობას. პროექტის ალტერნატივაა ინსტრუმენტი „WFIRST“ (ფართოკუთხიანი თვალთახედვის არის ინფრაწითელი ტელესკოპი) 2.4 მეტრი დიამეტრის მქონე სარკით. ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას ვარსკვლავების სინათლე განეიტრალდება კორონოგრაფის მეშვეობით. ორივე პროექტი დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა იდეაში გათვალისწინებულია მათი ერთობლივი გამოყენება რეალურ პირობებში ტესტირების შემდეგ. https://www.techcult.ru/space/6930-nasa-zablokiruet-svet-zvezd Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.