Magdalena Posted June 19, 2019 Share Posted June 19, 2019 მრავალი წლის განმავლობაში NVIDIA და ARM-ის თანამშრომლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ შესაბამისი არქიტექტურის მქონე Tegra პროცესორების გამოშვებით. ეს პროცესორები გამოიყენებოდა პორტატულ გეიმინგ-მოწყობილობებში, რობოტექნიკასა და საავტომობილო სეგმენტში. ამჯერად NVIDIA-მ ბრიტანულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ახალი ერა დაიწყო და განაცხადა, რომ დანერგავს ARM-პროცესორების არქიტექტურას თავის CUDA-გამომთვლელ წარმოებაში. ამგვარად, ამ პროგრამულ გადაწყვეტილებას ამჟამად უკვე აქვს არა მარტო NVIDIA-ს პროცესორების, არამედ x86, Power და ARM არქიტექტურის მქონე ცენტრალური პროცესორების მხარდაჭერაც. თავის დროზე ARM-არქიტექტურის ბაზაზე სერვერული პროცესორების გამოშვება AMD-მაც სცადა, შემდეგ კი გადაწყვიტა კონცენტრირება x86-თავსებად არქიტექტურაზე, თუმცა ბოლომდე არ უთქვამს უარი ARM-არქიტექტურის სერვერებში გამოყენებაზე. https://overclockers.ru/hardnews/show/97778/nvidia-predlozhila-podderzhku-cuda-dlya-processorov-s-arhitekturoj-arm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.