Magdalena Posted June 10, 2019 Share Posted June 10, 2019 გეიმერულმა ბრენდმა ASUS Republic of Gamers-მა (ROG) წარადგინა ახალი 4K მონიტორი ROG Swift PG27UQX. აღსანიშნავია, რომ იგი Swift PG27UQ მოდელის შთამომავალია და მისი ღირსებებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს NVIDIA G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ეკრანის კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია, ზომით 27-დუიმიანია, გვერდების შეფარდება კი აქვს 16:9-ზე. დისპლეი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, მისი გაფართოება 3840x2160 პიქსელია, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. მატრიცას ზონებად დაყოფილი განათება აქვს, რომელიც 2300-ზე მეტი მინიატურული LED ნათურებისგან შედგება. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელია ლოკალურად ჩამუქდეს ეკრანის გარკვეული სივრცეები და მიღწეულ იქნას რეალისტური მუქი ფერი, მაგალითად ჩრდილები, მაღალი კონტრასტულობა, HDR ეფექტის რეალიზება. კვანტური პიქსელების ტექნოლოგიის წყალობით მიღწეულია 97%-იანი DCI-P3 ფერების ფლობა და 99% Adobe RGB. მიუხედავად იმისა, რომ მონიტორი სითბოს მცირე გამოყოფით ხასიათდება, აქვს ორი ვენტილატორისაგან შემდგარი, კომპონენტების გაგრილების აქტიური სისტემა: ვენტილატორების ბრუნვის რეგულირება შესაძლებელია თავად მონიტორის მეშვეობით, ამასთან, სისტემას გააჩნია ბრუნვის ავტომატური კონტროლი რაც შეიძლება ეფექტური რეჟიმის უზრუნველყოფისათვის. მონიტორის შემქმნელებმა არც ესთეტიკური მხარე დაივიწყეს: მიმზიდველი გეიმერული დიზაინის პარალელურად მოცემულია RGB-განათებაც, რომელსაც აქვს სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზაციის მხარდამჭერი ტექნოლოგია Aura Sync. ინტერფეისებიდან მონიტორზე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.4, HDMI 2.0, USB 3.0 და სტანდარტული 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი გეიმინგ-ჰედსეტისათვის. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/27290/asus-predstavila-4k-monitor-dlja-gejmerov-rog-swift-pg27uqx 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 10, 2019 Share Posted June 10, 2019 ეგ წინა 2500$ მოდელის განახლებული ვერსიაა, ფასი მაგასაც ძალზე მაღალი ედება, დაახლოებით 6000 ლარი და ზევით ალბათ რომ შეუკვეთო ამაზონიდან განბაჟებიანათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.