Jump to content

გეიმერული 4K მონიტორი ASUS ROG Swift PG27UQX


Recommended Posts

გეიმერულმა ბრენდმა ASUS Republic of Gamers-მა (ROG)წარადგინა ახალი 4K მონიტორი ROG Swift PG27UQX. აღსანიშნავია, რომ იგი Swift PG27UQ მოდელის შთამომავალია და მისი ღირსებებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს NVIDIA G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 
image.jpeg 

ეკრანის კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია, ზომით 27-დუიმიანია, გვერდების შეფარდება კი აქვს 16:9-ზე. დისპლეი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, მისი გაფართოება 3840x2160 პიქსელია, რაც შეესაბამება 4K UHD ფორმატს. მატრიცას ზონებად დაყოფილი განაება აქვს, რომელიც 2300-ზე მეტი მინიატურული LED ნათურებისგან შედგება. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელია ლოკალურად ჩამუქდეს ეკრანის გარკვეული სივრცეები და მიღწეულ იქნას რეალისტური მუქი ფერი, მაგალითად ჩრდილები, მაღალი კონტრასტულობა, HDR ეფექტის რეალიზება. კვანტური პიქსელების ტექნოლოგიის წყალობით მიღწეულია 97%-იანი DCI-P3 ფერების ფლობა და 99% Adobe RGB.  

მიუხედავად იმისა, რომ მონიტორი სითბოს მცირე გამოყოფით ხასიათდება, აქვს ორი ვენტილატორისაგან შემდგარი, კომპონენტების გაგრილების აქტიური სისტემა: ვენტილატორების ბრუნვის რეგულირება შესაძლებელია თავად მონიტორის მეშვეობით, ამასთან, სისტემას გააჩნია ბრუნვის ავტომატური კონტროლი რაც შეიძლება ეფექტური რეჟიმის უზრუნველყოფისათვის. 

მონიტორის შემქმნელებმა არც ესთეტიკური მხარე დაივიწყეს: მიმზიდველი გეიმერული დიზაინის პარალელურად მოცემულია RGB-განათებაც, რომელსაც აქვს სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზაციის მხარდამჭერი ტექნოლოგია Aura Sync. 

ინტერფეისებიდან მონიტორზე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.4, HDMI 2.0, USB 3.0 და სტანდარტული 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი გეიმინგ-ჰედსეტისათვის. 

https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/27290/asus-predstavila-4k-monitor-dlja-gejmerov-rog-swift-pg27uqx 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ წინა 2500$ მოდელის განახლებული ვერსიაა, ფასი მაგასაც ძალზე მაღალი ედება, დაახლოებით 6000 ლარი და ზევით ალბათ რომ შეუკვეთო ამაზონიდან განბაჟებიანათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.