Jump to content
Magdalena

Computex 2019: ოპერატიული მეხსიერება Thermaltake-ისგან: TOUGHRAM RGB და TOUGHRAM

Recommended Posts

გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Thermaltake-მა წარადგინა პრემიუმ-კლასის ახალი პროდუქტები: ოპერატიული მეხსიერება TOUGHRAM RGB/TOUGHRAM, აგრეთვე ნაკრები WaterRam RGB Liquid Cooling Memory. 

image.jpeg

 

TOUGHRAM RGB და TOUGHRAM მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ. პირველ მოდელ სიხშირის დიაპაზონი 3000-დან 3600 მეგაჰერცამდე. ფერადი განათების ეფექტების მართვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებით დამხმარეების - TT AI VOICE CONTROL-ისა და Amazon Alexa-ს მეშვეობით, აგრეთვე სისტემით - Razer Chroma. განათება წარმოდგენილია ათი დამოუკიდებელი LED-მისამართით და შესაძებელია მათი სინქრონიზება სხვა საფირმო პროდუქტებთან.   

image.jpeg 

მეორე მოდელი მუშაობს შედარებით მოკრძალებულ სიხშირეებზე - 2400-დან 3000 მეგაჰერცამდე დიაპაზონში. ორივე ვერსიას აქვს გაგრილების საფირმო რადიატორები TT Premium, აგრეთვე Intel XMP 2.0 პროფილის მხარდაჭერა, პარამეტრების ცვლილება კი ღილაკზე ერთი დაჭერით ხორციელდება. ასევე უნდა აღინიშნოს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც კონტროლდება მეხსიერების ყველანაირი მაჩვენებელი, მათ შორის - ტემპერატურა, სიხშირე, გაფრთხილებისა და შეტყობინებების სისტემა და ა.შ. 

image.jpeg 

Thermaltake TOUGHRAM RGB ივლისიდან გაიყიდება, ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

რაც შეეხება WaterRam RGB Liquid Cooling Memory-ს  ეს არის ოთხეულისგან შემდგარი ოპერატიული მეხსიერება საერთო თხევადი გაგრილების სისტემით. მისი მუშაობის სიხშირის დიაპაზონია 3400-3600 მეგაჰერცი. 

image.jpeg 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...