Magdalena Posted June 3, 2019 Share Posted June 3, 2019 გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Thermaltake-მა წარადგინა პრემიუმ-კლასის ახალი პროდუქტები: ოპერატიული მეხსიერება TOUGHRAM RGB/TOUGHRAM, აგრეთვე ნაკრები WaterRam RGB Liquid Cooling Memory. TOUGHRAM RGB და TOUGHRAM მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ. პირველი მოდელის სიხშირის დიაპაზონი 3000-დან 3600 მეგაჰერცამდეა. ფერადი განათების ეფექტების მართვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებით დამხმარეების - TT AI VOICE CONTROL-ისა და Amazon Alexa-ს მეშვეობით, აგრეთვე სისტემით - Razer Chroma. განათება წარმოდგენილია ათი დამოუკიდებელი LED-მისამართით და შესაძლებელია მათი სინქრონიზება სხვა საფირმო პროდუქტებთან. მეორე მოდელი მუშაობს შედარებით მოკრძალებულ სიხშირეებზე - 2400-დან 3000 მეგაჰერცამდე დიაპაზონში. ორივე ვერსიას აქვს გაგრილების საფირმო რადიატორები TT Premium, აგრეთვე Intel XMP 2.0 პროფილის მხარდაჭერა, პარამეტრების ცვლილება კი ღილაკზე ერთი დაჭერით ხორციელდება. ასევე უნდა აღინიშნოს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც კონტროლდება მეხსიერების ყველანაირი მაჩვენებელი, მათ შორის - ტემპერატურა, სიხშირე, გაფრთხილებისა და შეტყობინებების სისტემა და ა.შ. Thermaltake TOUGHRAM RGB ივლისიდან გაიყიდება, ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. რაც შეეხება WaterRam RGB Liquid Cooling Memory-ს — ეს არის ოთხეულისგან შემდგარი ოპერატიული მეხსიერება საერთო თხევადი გაგრილების სისტემით. მისი მუშაობის სიხშირის დიაპაზონია 3400-3600 მეგაჰერცი. https://3dnews.ru/988481 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.