Jump to content

ორეკრანიანი გეიმინგ-ლეპტოპის პროტოტიპი Intel-ისაგან


Recommended Posts

Intel-მა მიმდინარე გამოფენაზე რამოდენიმე საინტერესო კონცეფტი წარადგინა, რომელთა შორისაა ორეკრანიანი გეიმინგ-კომპიუტერი Honeycomb Glacier. Intel-ის მსგავსი კომპანიები არა მარტო ქმნიან და ყიდიან ჩიპებს, არამედ ფულს ხარჯავენ მცდელობებში - შექმნან ახალი ფორმატისა და მახასიათებლების მქონე მოწყობილობები, რომლებიც ბაზრისთვისაც საინტერესო იქნება და თანაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების წინსვლას OEM-პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. 

Honeycomb Glacier - ეს არის Intel-ის მცდელობა, გეიმინგ-აუდიტორიას შესავაზოს მძლავრი ლეპტოპი 15,6-დუიმიანი მთავარი ეკრანით, რომლის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი, დამატებითი ეკრანის დიაგონალი კი 12,3-დუიმიანია და მისი გაფართოება 1920 × 720 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეორე ეკრანი ხელს უწყობს თამაშის პროცესს. სპეციალური უნიკალური გამყოფი სახსარი საშუალებას იძლევა აიწიოს ძირითადი ეკრანი კომფორტულ სიმაღლეზე.  

image.jpeg

 

Intel მეტად ამაყობს ლეპტოპის დიზაინით. როდესაც მომხმარებელი ეკრანს ზემოთ სწევს, იგი ავტომატურად ინარჩუნებს ხელსაყრელ დახრის კუთხეს. 

image.jpeg

 

მეორე ეკრანის ქვეშ არსებული სივრცე გამოყენებულია გაგრილების სისტემისათვის. კომპანიის შეფასებით, ეს სისტემა 195 ვატიანი გაგრილების საშუალებას იძევა ერთი ვენტილატორის მეშვეობით. ეს მაჩვენებელი საკმარისია, რათა საკმაოდ თხელ კორპუსში განთავსდეს მძავრი კომპონენტები. ლეპტოპის პროტოტიპს აქვს Intel-ის რვაბირთვიანი პროცესორი და გრაფიკა NVIDIA GeForce 1060. 

image.jpeg

 

მექანიზმი საშუალებას იძლევა ეკრანი ამაღლდეს თვალის სიმაღლემდე, ამიტომაც Intel-მა მასზე განათავსა Tobii-კამერა, რომლის წყალობიაც კონცეპტი უფრო პრაქტიკული გახდა. კამერები პროგრამულ პლატფორმას ხელს უწყობს, რომ  მომენტალურად მოხდეს  ფოკუსირება და მართვა გადავიდეს ლეპტოპის დამატებით ეკრანზე მაშინვე, როგორც კი მომხმარებელი მზერას მისკენ მიმართავს. შესაძლებელია ძირითად ეკრანზე მიმდინარეობდეს თამაშის პროცესი, დამატებითი ეკრანის მეშვეობით კი მომხმარებელი ეკონტაქტოს მეგობრებს, განახორციელოს ტრანსლაცია და ა.შ. პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით მუდამ სტაბილური არ არის. 

image.jpeg

 

Honeycomb Glacier-ის კონცეპტი ჯერჯერობით მოუმწიფებელია: პროტოტიპში გამოყენებული ყველა კომპონენტი ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი დეტალებიდანაა აღებული, მათ შორის დამატებითი ეკრანი, რომელიც რეალურად ვტომობილებში გამოიყენება: Intel ვერ აძლევს თავს უფლებას, სპეციალურად შექმნას კომპიუტერის ეკრანი. ლეპტოპის ნაკლოვანებებიდან თავად Intel-ის წარმომადგენლები აგრეთვე აღნიშნავენ საკმაოდ სქელ ჩარჩოებს, ღილაკების გარეშე არსებულ ტრეკპადს და სენსორული ეკრანის არც ისე კარგ მუშაობას. წარმოდგენილი პროტოტიპი ჯერჯერობით არის იდეა, თუ როგორი უნდა გახდეს ფინალური Honeycomb Glacier. 

image.jpeg

image.jpeg

კომპანია აღნშნავს, რომ ამ ლეპტოპით უკვე უამრავი მწარმოებელი დაინტერესდა, ასე რომ მომავალში სავსებით რეალურია ვიხილოთ ამ იდეის ხორცშესხმული ვარიან რეალურ კომერციულ პროდუქტებს შორის. უფრო უბრალო და ტრადიციული  ორეკრანიანი ლეპტოპის იდეა უკვე რეალიზებულია - ამის მაგალითია ASUS ZenBook Pro Duo. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.