Magdalena Posted May 30, 2019 Share Posted May 30, 2019 Intel-მა მიმდინარე გამოფენაზე რამოდენიმე საინტერესო კონცეფტი წარადგინა, რომელთა შორისაა ორეკრანიანი გეიმინგ-კომპიუტერი Honeycomb Glacier. Intel-ის მსგავსი კომპანიები არა მარტო ქმნიან და ყიდიან ჩიპებს, არამედ ფულს ხარჯავენ მცდელობებში - შექმნან ახალი ფორმატისა და მახასიათებლების მქონე მოწყობილობები, რომლებიც ბაზრისთვისაც საინტერესო იქნება და თანაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების წინსვლას OEM-პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. Honeycomb Glacier - ეს არის Intel-ის მცდელობა, გეიმინგ-აუდიტორიას შესთავაზოს მძლავრი ლეპტოპი 15,6-დუიმიანი მთავარი ეკრანით, რომლის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი, დამატებითი ეკრანის დიაგონალი კი 12,3-დუიმიანია და მისი გაფართოება 1920 × 720 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეორე ეკრანი ხელს უწყობს თამაშის პროცესს. სპეციალური უნიკალური გამყოფი სახსარი საშუალებას იძლევა აიწიოს ძირითადი ეკრანი კომფორტულ სიმაღლეზე. Intel მეტად ამაყობს ლეპტოპის დიზაინით. როდესაც მომხმარებელი ეკრანს ზემოთ სწევს, იგი ავტომატურად ინარჩუნებს ხელსაყრელ დახრის კუთხეს. მეორე ეკრანის ქვეშ არსებული სივრცე გამოყენებულია გაგრილების სისტემისათვის. კომპანიის შეფასებით, ეს სისტემა 195 ვატიანი გაგრილების საშუალებას იძლევა ერთი ვენტილატორის მეშვეობით. ეს მაჩვენებელი საკმარისია, რათა საკმაოდ თხელ კორპუსში განთავსდეს მძლავრი კომპონენტები. ლეპტოპის პროტოტიპს აქვს Intel-ის რვაბირთვიანი პროცესორი და გრაფიკა NVIDIA GeForce 1060. მექანიზმი საშუალებას იძლევა ეკრანი ამაღლდეს თვალის სიმაღლემდე, ამიტომაც Intel-მა მასზე განათავსა Tobii-კამერა, რომლის წყალობითაც კონცეპტი უფრო პრაქტიკული გახდა. კამერები პროგრამულ პლატფორმას ხელს უწყობს, რომ მომენტალურად მოხდეს ფოკუსირება და მართვა გადავიდეს ლეპტოპის დამატებით ეკრანზე მაშინვე, როგორც კი მომხმარებელი მზერას მისკენ მიმართავს. შესაძლებელია ძირითად ეკრანზე მიმდინარეობდეს თამაშის პროცესი, დამატებითი ეკრანის მეშვეობით კი მომხმარებელი ეკონტაქტოს მეგობრებს, განახორციელოს ტრანსლაცია და ა.შ. პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით მუდამ სტაბილური არ არის. Honeycomb Glacier-ის კონცეპტი ჯერჯერობით მოუმწიფებელია: პროტოტიპში გამოყენებული ყველა კომპონენტი ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი დეტალებიდანაა აღებული, მათ შორის დამატებითი ეკრანი, რომელიც რეალურად ავტომობილებში გამოიყენება: Intel ვერ აძლევს თავს უფლებას, სპეციალურად შექმნას კომპიუტერის ეკრანი. ლეპტოპის ნაკლოვანებებიდან თავად Intel-ის წარმომადგენლები აგრეთვე აღნიშნავენ საკმაოდ სქელ ჩარჩოებს, ღილაკების გარეშე არსებულ ტრეკპადს და სენსორული ეკრანის არც ისე კარგ მუშაობას. წარმოდგენილი პროტოტიპი ჯერჯერობით არის იდეა, თუ როგორი უნდა გახდეს ფინალური Honeycomb Glacier. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ ლეპტოპით უკვე უამრავი მწარმოებელი დაინტერესდა, ასე რომ მომავალში სავსებით რეალურია ვიხილოთ ამ იდეის ხორცშესხმული ვარიანტი რეალურ კომერციულ პროდუქტებს შორის. უფრო უბრალო და ტრადიციული ორეკრანიანი ლეპტოპის იდეა უკვე რეალიზებულია - ამის მაგალითია ASUS ZenBook Pro Duo. https://3dnews.ru/988307 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.