Magdalena Posted May 28, 2019 Share Posted May 28, 2019 Computex 2019 გამოფენაზე კომპანია ASUS-მა თავისი 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად წარადგინა ლეპტოპი ZenBook Edition 30, რომლის კორპუსიც წარმოდგენილია 18-კარატიანი ოქროთი ინკრუსტირებული თეთრი ტყავით. ZenBook Edition 30 ლეპტოპის სახურავზე დატანილია ოქროსგან დამზადებული მონოგრამა „A”, რომელიც შეიმუშავეს ASUS Design Center-ის დიზაინერებმა. ხსენებული მონოგრამა ახდენს კომპანიის ფასეულობებისა და ისტორიის სიმბოლიზირებას, აგრეთვე ხაზს უსვამს ASUS-ის ნაკეთობებში წარმოდგენილ ესთეტიკას. რაც შეეხება ლეპტოპის შიდა კომპონენტებს, მასში მოცემულია მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი, დისკრეტული გრაფიკა NVIDIA GeForce MX250, 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და PCIe SSD. ლეპტოპს აქვს 13-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი, ეკრანი წინა პანელის 95%-ს იკავებს. ლეპტოპს აგრეთვე აქვს ScreenPad - დამატებითი ეკრანი, რომელიც განთავსებულია ტრადიციული თაჩპედის ადგილას. „ZenBook Edition 30-სთვის განკუთვნილი ნატურალური ტყავის თითოეული ნაჭერი ხელით იქნა შერჩეული ინდივიდუალურად“ - აცხადებს ASUS-ის წარმომადგენელი -„ თითოეული პანელის ტყავის ნაკეთობა გულმოდგინედ დამზადდა ოსტატების მიერ“. ლეპტოპი შეზღუდული ტირაჟით გამოვა. მასთან ერთად წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი აქსესუარები, მათ შორის მარგალიტისფერ-თეთრი მაუსი და ტყავის ქეისი. ლეპტოპის ფასი და გაყიდვის დრო ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. https://3dnews.ru/988185 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.