Jump to content

Computex 2019: 30-წლიანი იუბილეს აღსანიშნავად ASUS-მა წარადგინა ლეპტოპი ZenBook Edition 30 ტყავითა და ოქროთი


Recommended Posts

Computex 2019 გამოფენაზე კომპანია ASUS-მა თავისი 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად წარადგინა ლეპტოპი ZenBook Edition 30, რომლის კორპუსიც წარმოდგენილია 18-კარატიანი ოქროთი ინკრუსტირებული თეთრი ტყავით. 

image.jpeg 

ZenBook Edition 30 ლეპტოპის სახურავზე დატანილია ოქროსგან დამზადებული მონოგრამა „A”, რომელიც შეიმუშავეს ASUS Design Center-ის დიზაინერებმა. ხსენებული მონოგრამა ახდენს კომპანიის ფასეულობებისა და ისტორიის სიმბოლიზირებას, აგრეთვე ხაზს უსვამს ASUS-ის ნაკეთობებში წარმოდგენილ ესთეტიკას. 

რაც შეეხება ლეპტოპის შიდა კომპონენტებს, მასში მოცემულია მერვე თაობის Intel Core i7 პროცესოი, დისკრეტული გრაფიკა NVIDIA GeForce MX250, 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და PCIe SSD. 

ლეპტოპს აქვს 13-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი, ეკრანი წინა პანელის 95%-ს იკავებს. ლეპტოპს აგრეთვე აქვს ScreenPad - დამატებითი ეკრანი, რომელიც განთავსებულია ტრადიციული თაჩპედის ადგილას. 

ZenBook Edition 30-სთვის განკუთვნილი ნატურალური ტყავის თითოეული ნაჭერი ხელით იქნა შერჩეული ინდივიდუალურად - აცხადებს ASUS-ის წარმომადგენელი - თითოეული პანელის ტყავის ნაკეთობა გულმოდგინედ დამზადდა ოსტატების მიერ“. 

image.jpeg 

ლეპტოპი შეზღუდული ტირაჟით გამოვა. მასთან ერთად წარმოდგენლი იქნება მთელი რიგი აქსესუარები, მათ შორის მარგალიტისფერ-თეთრი მაუსი და ტყავის ქეისი. ლეპტოპის ფასი და გაყიდვის დრო ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.