Magdalena Posted May 23, 2019 Posted May 23, 2019 ბოლო დროს სხვადასხვა კომპანიის მიერ თამაშების უფასოდ გაცემა ტრადიციად იქცა. მცირე ხნის წინ მსურველებს შეეძლოთ უფასოდ მიეღოთ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობის სიმულატორი Steep. ამჯერად კი Electronic Arts ყველა მსურველს წვდომას აძლევს The Sims 4-ზე. თამაშის მიღება შესაძლებელია Origin-სერვისზე შესაბამის გვერდზე. საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება, თუკი მომხმარებელს არ აქვს ექაუნთი. თამაშის უფასოდ მიწოდების ვადა დასრულდება 28 მაისს საღამოს. შეგახსენებთ, რომ The Sims 4-ს უამრავი სიახლე დაემატა. ცხადია, ხსენებული აქცია გამოწვეულია სურვილით - მიიზიდონ ახალი გეიმინგ-აუდიტორია. პროექტი გამოვიდა 2014 წლის 2 სექტემბერს პერსონალურ კომპიუტერებზე, 2017 წელს კი PlayStation 4-სა და Xbox One კონსოლებზე. ამჟამად The Sims 4-ის PC-ვერსიას Metacritic-ზე კრიტიკოსებისაგან 70 ქულა აქვს 74 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა თამაშს 4 ქულა მიანიჭეს ათიდან, ხმის მიცემაში ჯამში მონაწილეობა მიიღო 2238-მა ადამიანმა. https://3dnews.ru/987886 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.