Magdalena Posted May 22, 2019 Posted May 22, 2019 Google-მა დააანონსა ბიზნესზე ორიენტირებული შერეული რეალობის სათვალის ახალი ვერსია, რომელიც გვევლინება, როგორც ექსპერიმენტალური, თუმცა ოფიციალური პროდუქტი. Glass Enterprise Edition 2 სათვალე 999 დოლარი ღირს, ისევე როგორც წინა ვერსია და იგი არ იყიდება პირდაპირ კლიენტებზე. ახალ სათვალეს ახალი პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებული კამერა, USB-C პორტი სწრაფი დატენვისათვის და მთელი რიგი სხვა განახლება. Google ახალ სათვალეს არ მიიჩნევს ძირითად პროდუქტად, თუმცა Glass Enterprise Edition 2-ის გაყიდვების გაუმჯობესებას ელის. მოწყობილობა დამზადდა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის საწარმოში. წარმოდგენილია საკმაოდ უბრალო იერსახის დისპლეი თვალების წინ. იგი არ წააგავს Microsoft Hololens-ის ტიპის შერეული რეალობის ჰედსეტებს. Google Glass-ს სამაგიეროდ აქვს მაღალი წარმადობა ჩიპ Qualcomm Snapdragon XR1-ის წყალობით, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად შერეული და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისათვის. Google აცხადებს, რომ XR1-ის სიმძლავრის წყალობით ახალ Glass-სათვალეს ექნება „კომპიუტერული ხედვა და მანქანური სწავლების გაფართოებული შესაძლებლობები“. Google-მა უკვე გამოუშვა Lens - სამომხმარებლო ინსტრუმენტი კომპიუტერული ხედვისთვის, რომელსაც აქვს ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა სიმბოლოების თარგმნა და რესტორნების რეკომენდაცია. Glass ახლა უკვე მუშაობს Android-ზე Android Enterprise Mobile Device Management-ის მხარდაჭერით. თავდაპირველად სათვალე გამიზნული იყო მასობრივი ბაზრისათვის, თუმცა წარუმატებელი განვითარების შემდეგ Google-მა გადაწყვირა მისგან შეექმნა ინსტრუმენტი ქირურგებისათვის, ფაბრიკის თანამშრომლებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის. ორიგინალი ვერსია Explorer Edition 1500 დოლარი ღირდა - ახალი ვერსია კი ბევრად ხელმისაწვდომი იქნება. https://hi-news.ru/gadgets/google-predstavila-novuyu-garnituru-dopolnennoj-realnosti-glass-enterprise-edition-2.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.