Jump to content

Tesla-ს ავტოპილოტის გამო უკვე მეოთხე ადამიანი დაიღუპა


Recommended Posts

აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ახალი ანგარიშის თანახმად ცნობილი გახდა, რომ სედანი Tesla Model 3, რომელიც მარტის თვეში ფლორიდის გზატკეცილზე სატვირთოს შეეჯახა, ავტოპილოტით იმართებოდა. Tesla- მძღოლი გარდაიცვალა, იგი მეოთხე დაღუპულია, რომელთანაც კავშირი აქვს Tesla- ნახევრად ავტომატური მართვის რეჟიმს. საინტერესო გახლავთ ის, რომ 1 მარტს მომხდარი ავარიის დეტალები იდენტურია იმ ავარიასთან, რომელიც 2016 წელს მოხდა ავტოპილოტის მოქმედებისას. 

image.jpeg 

ორივე შემთხვევისას ავტოპილოტზე მომუშავე Tesla-მობილი შეეჯახა გზის გადამკვეთ სატვირთოს, შედეგად მძღოლი დაიღუპა. 

ილონ მასკი ამაყობდა თვითმართვადი ავტომობილების მიღწევებით და პირობა დადო, რომ მომდევნო წელს ისინი სრულიად ავტონომიური გახდება. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ავტოპილოტის სისტემა - რომელიც მოითხოვს, რომ მძღოლი მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, რათა ნებისმიერ წუთს ხელში აიღოს საჭის მართვა - არ მუშაობს კარგად და Tesla ახასიათებს სისტემას იმაზე ქმედითუნარიანად, ვიდრე იგი სინამდვილეში.   

მარტის ავარიისას წითელი Tesla Model 3 სატვირთოს შეასკდა 110 კმ/სთ. სიჩქარით ისე, რომ არ უცდია ავარიის თავიდან ასაცილებლად რაიმე მანევრის განხორციელება. მძღოლი, 50 წლის ჯერემი ბენერი ადგილზე დაიღუპა, სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. 

ანგარიშში არ იყო მითითებული ის, თუ რა მანძილით იყო დაშორებული ელექტრომობილი სატვირთოსაგან გზაზე გამოსვლამდე, ასევე არ არის გათვალისწინებული გარემოფაქტორები და ამინდის პირობები, რომელთაც შეეძოთ გავლენა მოეხდინათ დამუხრუჭებაზე. ამიტომ გაურკვეველი, ავტოპოტი გარეშე შეძლებდა თუ ვერა მძღოლი უსაფრთხოდ გაჩერებას. უხეში მათემატიკური გამოთვლებით, მოასწრებდა. 

image.png 

2016 წლის 6 მაისს 40 წლის ჯოშ ბრაუნი მსგავს ვითარებაში დაიღუპა. ცხადი გახდა, რომ სატვირთოს მძღოლი ვალდებული იყო გზა დაეთმო მისთვის, Tesla- მძღოლი კი უყურადღებოდ იჯდა საჭესთან. 

ბრაუნის გარდაცვალების შემდეგ Tesla- შეამცირა დრო, რომლის განმავლობაშიც მძღოლს შეუძლია არ შეეხოს საჭეს მან, სანამ სისტემა არ გასცემს ხმოვან და ვიზუალურ გაფრთხილებას. თუმცა საავარიო ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ დიდი სიჩქარით მოძრაობისას სისტემას არ შეუძლია აღმოაჩინოს გარკვეული, პერპენდიკულარულად მოძრავი ობიექტები. ცხადია, ამავე მიზეზით შეეჯახა Tesla- სამი მანქანა გაჩერებულ სახანძრო მანქანებს 2018 წელს (შემთხვევები სერიოზული ტრავმების გარეშე დასრულდა). 

ბოლო ავარიაში მონაწილე Model 3 აღჭურვილი იყო კამერებით, რომლებსაც თეორიულად უნდა აღმოეჩინათ გზის გადამკვეთი სატვირთო. Tesla თავის მხრივ პტიმისტურადაა განწყობილი კომპუტერული ხედვის მიმართ. მასკი წინ უსწრებ მოვლენებ და აცხადებს: „დარწმუნებული ვარ, Tesla- რობოტაქსები შემდეგ წელსვე გამოვა“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.