Jump to content

Google ამატებს Apple iOS-ის კიდევ ერთ შესაძლებლობას Android Q-ზე


Magdalena

Recommended Posts

უკვე ცნობილი გახლავთ, რომ ჟესტების საფუძველზე მოქმედი ნავიგაციის ახალი სისტემა Android Q-ში ახდენს iOS-პლატფორმის შესაძლებლობების კოპირებას. კერძოდ, ჟესტი „ქვემოდან ზემოთ“ ხსნის ძირითად ეკრანს. ჟესტი „მარცხნივ ან მარჯვნივ“ ნიშნავს უკან გადასვლას, აპლიკაციის გადართვისათვის კი საჭიროა ჟესტ „ზემოდან ქვემოთ“-ის შესრულება, შუაზე თითის დაჭერა და აშვება. Android-ი iOS-ისაგან სესხულობს არა მარტო ჟესტებს. Android Q-ს მესამე ბეტა-ვერსიაში შემოთავაზებული იქნება ენერგოეფექტურობის, ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ცვლილებები, რაც მოგვაგონებს iOS-ზე მოქმედი Low Power Mode რეჟიმის მუშაობას.  

image.jpeg 

ენერგიის დაზოგვის ახალ რეჟიმს ეწოდება Turn off when fully charged („გამორთვა სრულად დატენვისას“). როდესაც იგი ჩართულია, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება 90%-იანი დატენვის დონის მიღწევისას. ამჟამად, როდესაც ენერგიის დაზოგვის რეჟმი აქტიურია, მისი გამორთვა ხდება დატენვის პროცესში, დამტენის დენის წყაროდან გამორთვის შემდეგ კი კვლავ ირთვება და მოქმედებაში მოდის. iPhone-სმარტფონებზე ენერგიის დაზოგვის რეჟიმი გამოირთვება მაში, როდესაც ბატარეა 80%-ზეა დატენილი. 

Android Q-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა Battery Saver. სისტემა განსაზღვრავს როცა ბატარეა დაჯდება და თუკი ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ზოგადად სმარტფონი ჯდება, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება. 

image.png 

 

ამ პროცესის მიმდინარეობისას აპლიკაციებში არ მოხდება განახლება. როდესაც ეკრანი გამორთულია, ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სერვისები მუშაობას აგრძელებს ისევე, როგორც პროგრამები ფონურ რეჟიმში. 

უამრავ მომხმარებელთან ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ამჟამად ირთვება 15% ან ნაკლები დონის შემთხვევაში. ამჯერად კი მექანიზმ „რუტინას“ გამოყენებით შესაძლებელია სმარტფონის მუშაობისათვის ამატებით დროის მიღება ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ჩართვამდე. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.