Jump to content

კოსმოსური თანამგზავრები და ხელოვნური ინტელექტი დააკვირდება დედამიწაზე არსებული თითოეული საწარმოს მავნე გამონაბოლქვს


Recommended Posts

არაკომერციული ორგანიზაცია WattTime, რომელიც დაკავებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით, გამოიყენებს თანამგზავრული ვიზუალური დაზვერვის სისტემას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტით ჩატარდეს დაკვირვება ატმოსფეროს დაბინძურების დონეზე. დაკვირვება მოიცავს დედამიწაზე არსებული თითოეული ფაბრიკა-ქარხნიდან გამოსული მავნე გამონაბოლქვის მონიტორინგ რეალურ დროში. ამასთანავე, მიღებული მთელი ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება ინტერნეტში, რაც აამაღლებს გამჭვირვალობისა და ინფორმირებულობის დონეს. 

image.jpeg 

ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაბნევაზე არსებული სუსტი მონიტორინგი, აგრეთვე შედეგების ფალსიფიცირების არც თუ იშვიათ შემთხვევეი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნების ხელისუფლებათა მიერ მიღებულ ზომებს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის კუთხით. WattTime-ის მიერ შემუშავებული სისტემა კი ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრის საშუალებას გვპირდება. 

კომპანია აპირებს მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები წარუდგინოს არა მარტო მარეგულირებელ ორგანოებსა და პოლიტიკოსებს, არამედ სრული ინფორმაცია თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი და მის ნახვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. როდესაც საუბარი ეხეა გარემოს დაცვას, საზოგადოების პასუხი უფრო რადიკალური იქნება, ვიდრე მარეგულირებელი ორგანოებისა. თუკი ადამიანებს ექნებათ აქტუალური და სანდო ინფორმაცია ადგილობრივი გარემოს დამაბინძურებელი წყაროს შესახებ, ისინი გაერთიანდებიან და შეძლებენ მოსთხოვონ ხელისუფლებას - მიიღოს ზომები პრობლემის მოსაგვარებლად. 

გაერთიანება და პრობლემების მოგვარებისათვის ბრძოლა კი სწორედ დროულია. State of Global Air-ის უკანასკნელი მონაცემების თანახმად ჰაერის დაბინძურების საკითხი მეხუთე ადგილზეა იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებიც ზრდის მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანი იღუპება, 147 მლნ კი ავადდება.  

ჰაერის დაბინძურების რეალურ დროში მონიტორინგისათვის WattTime აპირებს გამოიყენოს კოსმოსური თანამგზავრების ქსელი, რომელთა შორისაა ევროკავშირის „Copernicus“ და ამერიკული Landsat, აგრეთვე სხვადასხვა კერძ კომპანიის თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემები. ყველა საჭირო ინფორმაცია შეგროვდება კოსმოსური აპარატების მიერ სხვადასხვა სენსორის მეშვეობით. 

გამოსახულებები დამუშავდება ხელოვნური ინტელექტის სხვადსხვა ალგორითმით,  განისაზღვრება დაბინძურების ნიშნები ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით.  

საერთო სითბური მარკერების, კვამლისა და აზოტის ოქსიდზე დაკვირვების პარალელურად WattTime თითოეული საწარმოს მიერ გამოფრქვეული ნახშიროჟანგის რაოდენობასაც განსაზღვრავს და გამოაქვეყნებს საჯაროდ. სისტემა აგრეთვე შეაგროვებს ინფორმაციას წყლების დაბინძურების შესახებაც. 

პროექტს აფინანსებს Google.org - კომპანია Google-ის ფილანთროპული ფრთა, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სასარგებლო პროექტების რეალიზებაზე. WattTime გახდა Google-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის - AI Impact Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებული და გრანტის სახით მიიღო 1,7 მლნ დოლარი. 

WattTime-მა აგრეთვე ძლები გააერთიანა კომპანია Carbon Tracker-თან, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ენერგომომპოვებელი სექტორის ეფექტურობის ფინანსური ანალიზით, აგრეთვე მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას ფლობს დედამიწაზე არსებულ ყველა ენერგომომპოვებელი სადგურის შესახებ. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, WattTime არაკომერციული ორგანიზაციაა. ამჟამად იგი იმყოფება Rocky Mountain Institute-ის პატრონაჟის ქვეშ. მისი ბოლო ქმნილებაა სისტემა Automated Emissions Reduction (AER). პროგრამა იყენებს ენერგოქსელების ინფორმაციას რეალურ დროში და მანქანური სწავლების ტექნოლოგიის დახმარებით განსაზღვრავს დროის რომელ მონაკვეთში იწარმოება „უფრო სუფთა ენერგია“. შემდეგ ეს ინფორმაცია გამოიყენება ენერგომოხმარების ავტომატურ რეგულირებაში ამა თუ იმ დროს, შედეგად კი შესაძლებელი ხდება ნახშირბადის შემცველი გამონაბოლქვის მაქსიმალურად შემცირება. სისტემა AER მთლიანად ავტომატიზირებულია: იგი დამოუკიდებლად მოქმედებს და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.