Magdalena Posted May 8, 2019 Share Posted May 8, 2019 GitHub-ზე კოდის წაშლის ასობით შემთხვევა იქნა აღმოჩენილი. კოდი ჩანაცვლებულია ტექსტით, სადაც უცნობი ჰაკერი იმუქრება, რომ წაშლის ან გაასაჯაროვებს მონაცემებს, თუკი მფლობელი მას არ გადაურიცხავს 0,1 Bitcoin-ს დათქმულ ვადაში. საიტის მფლობელებმა ვერ აღმოაჩნეს, როგორ ტყდება ექაუნთები. ჰაკერები კოდებს შლიან პროგრამული უზრუნველყოფის საწარმოო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა GitHub-იდან და BitBucket-იდან - ეს არის სერვისი ანალოგიური მომსახურებებით. GitHub ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებს თხოვნას - გააკეთოს რაიმე კომენტარი. გატეხვის შესახებ ცნობილი გახდა Reddit-ის მომხმარებლისაგან, რომელმაც კიბერშეტევის შესახებ გაფრთხილება აღმოაჩინა. მასში მოცემული იყო, რომ მისი კოდების საცავი გატეხეს, კოდი კი წაშალეს. ბოროტმოქმედმა დატოვა შეტყობინება, რომელშიც აღნიშნა, რომ მას უნდა გაუგზავნოს მფლობელმა 0.1 Bitcoin და დაწეროს წერილი თავისი ლოგინით. ამის შემდეგ ჰაკერი პირობას დებს, რომ კოდს დააბრუნებს. იგივე პრობლემა ჯამში შეეხო დაახლოებით 300 მომხმარებელს. ონლაინ-ანგარიშების მონაცემებზე დაყრდნობით კიბერუსაფრთხოების სფეროს მკვლევარი ჯერემი ჰელოუეი კი აცხადებს, რომ მისი შეფასებით მსხვერპლის რიცხვი ათასს აღემატება. ამ დროისათვის გაურკვეველია, როგორ ახერხებენ ჰაკერები ექაუნთების გატეხვას. ასეულობით დაზარალებულის არსებობის მიუხედავად ჰაკერების Bitcoin-საფულეს გამოსასყიდის სახით მხოლოდ ერთი გადახდის საფასური შეემატა. https://hightech.fm/2019/05/04/github-2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.