Jump to content

რობოტი-პოლიციელი, რომელიც მძღოლების დოკუმენტებს ამოწმებს


Recommended Posts

პოლიციის თანამშრომლები ყოველდღე ათასობით მძღოლს აჩერებენ საგზაო წესების დარღვევისთვის. თითოეული შემთხვევა შესაძლებელია გახდეს კონფლიქტის მიზეზი, რომლის შედეგადაც როგორც წესრიგის დამცველმა, ასევე დამრღვევმა მიიღოს დაზიანება. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - SRI International-ის თანამშრომელი რუბენ ბრიუერი თვლის, რომ მისი გუნდის მიერ შექმნილი რობოტი შეძებს ამ პრობლემის გადაჭრას. ნაცვლად იმისა, რომ მიუახლოვდნენ გაჩერებულ ავტომობილს, პოლიციელები შეძლებენ საქმე მიანდონ რობოტს, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერითა და მართვის მოწმობის სკანერით. 

image.jpeg 

მოძრავი კონსტრუქცია მაგრდება პოლიციის ავტომობილის გვერდით ნაწილზე. კანონდამრღვევის გაჩერებისას კი რობოტი დაგრძელდება დამღვევის ფანჯარამდე. ინტეგრირებული კამერისა და დისპლეის წყალობით ორი ადამიანი შეძლებს ერთმანეთთან ისაუბროს დაშორებული მანძლიდან. სპეციალური სკანერის მეშვეობით პოლიციელი შეძლებს შეისწავლოს დამრღვევის დოკუმენტები, პრინტერით კი ჯარიმა გამოიწერება. 

image.jpeg 

გამორიცხულია კანონდამრღვევებმა შეძლონ გაჩერების ადგილიდან გაქცევა, რადგანაც რობოტი-პოლიციელი ავტომობილის ქვეშ წვეტიან საფენს განათავსებს. თუკი მძღოლი მაინც გარისკავს გაქცევას, გახვრეტილი ცალი საბურავით შორს მაინც ვერ წავა. არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებულად ურჩმა კანონდამრღვევებმა რობოტის დამტვრევაც მოინდომონ, თუმცა ეს კარგი არაფრით დამთავრდება. 

ღსანიშნავია, რომ ეს არ არის მსოფლიოში პირველი რობოტი-პოლიციელი. ჯერ კიდევ 2017 წელს დუბაის პოლიციამ თავის რიგებში აიყვანა რობოტიზებული დამხმარე RoboCop, რომელიც მართალია ისევე არ გამოიყურება, როგორც ამავე სახელობის ცნობილი ფილმის პერსონაჟი, თუმცა მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს ასრულებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.